ოლივერ ჰევისაიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ საერთაშორისო ბმულები და კატეგორიები
ხაზი 1:
'''ჰევისაიდი, ოლივერ ჰევისაიდი''' (''Oliver Heaviside'') (*[[18 მაისი]], [[1850]], [[ლონდონი]] – [[2 თებერვალი]], [[1925]], [[ტორკი]], [[დევონის საგრაფო]]) – [[ინგლისელები|ინგლისელი]] [[ფიზიკოსები|ფიზიკოსი]] და [[მათემატიკოსები|მათემატიკოსი]], [[ლონდონის სამეფო საზოგადოება|ლონდონის სამეფო საზოგადოების]] წევრი ([[1891]]).
 
== ტელეგრაფისტი ==
ხაზი 8:
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მეცნიერებით გატაცებული ახალგაზრდა ტელეგრაფისტი ჰევისაიდი ბუკინისტს ხშირად სტუმრობდა, სადაც ფიზიკისადმი მიძღვნილ ნაშრომებს ათვალიერებდა. ერთხელ მან თაროზე [[მაქსველი, ჯეიმზ კლერკ|მაქსველის]] ახალი წიგნი აღმოაჩინა. ეს იყო "ტრაქტატი ელექტრობის შესახებ", რომლის პირველ გვერდს ყოფილი მფლობელის ასეთი "კომენტარი" ამშვენებდა: "მომდევნო მასალის გაგება შეუძლებელია". მაქსველის დიადი ნაშრომი იმდროინდელი მეცნიერების უკანასკნელ მიღწევას წარმოადგენდა. მასში გამოთქმული იდეების აღქმა, ცხადია, ბევრს არ შეეძლო. მაქსველამდე ელექტრულ და მაგნიტურ მოვლენებს ცალ – ცალკე მრავალი განსხვავებული მეცნიერება სწავლობდა, მაქსველმა კი ამ მოვლენების შესამეცნებლად ახალი, ერთიანი მიდგომა შექმნა. მისი [[თეორია|თეორიის]] კვინტესენციას [[მაქსველის განტოლებები]] წარმოადგენენ. ამ განტოლებებში ექსპერიმენტის შედეგები მაქსიმალური ლაკონიზმითაა განზოგადოებული. მაქსველმა ცნობილ მოვლენებს ამომწურავი ახსნა მოუძებნა. ამის გარდა, მან საკუთარ განტოლებათა სისტემაში ახალი [[ინფორმაცია]] ამოიკითხა, და [[ელექტრომაგნიტური ტალღები|ელექტრომაგნიტური ტალღების]] არსებობა იწინასწარმეტყველა. მანვე დაასკვნა, რომ [[სინათლე]] ელექტრომაგნიტური ბუნებისაა. ასე განხორციელდა [[ოპტიკა|ოპტიკის]], [[ელექტრობა|ელექტრობისა]] და [[მაგნეტიზმი|მაგნეტიზმის]] სინთეზი. მაქსველამდე მეცნიერები [[ფიზიკა|ფიზიკის]] ამ დარგებს დამოუკიდებელ ნაწილებად მოიაზრებდნენ.მაქსველის თეორიის ჭეშმარიტება ექსპერიმენტულად [[ჰერცი, ჰაინრიჰ|ჰერცის]] ცდებში დადასტურდა. მიუხედავად ამისა, მისი ადეკვატური აღქმა ბევრ ფიზიკოსს უჭირდა.
ტელეგრაფისტი ჰევისაიდი უმაღლესი [[მათემატიკა|მათემატიკის]] ანბანსაც კი არ ფლობდა (მან [[გაწარმოება]] და [[ინტეგრება]] არ იცოდა!), ამიტომ [[ფორმულა|ფორმულებით]] გაჯერებული ნაშრომი მისთვის სრულიად გაუგებარი იყო. მიუხედავად ამისა, მასში მაქსველის წიგნმა მძლავრი ინტერესი გააღვივა. 1873 წელს მაქსველმა ეს წიგნი შეიძინა.
 
[[კატეგორია:ინგლისელები]]
[[კატეგორია:ინგლისელი ფიზიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1850]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1925]]
 
 
[[da:Oliver Heaviside]]
[[de:Oliver Heaviside]]
[[en:Oliver Heaviside]]
[[es:Oliver Heaviside]]
[[fi:Oliver Heaviside]]
[[fr:Oliver Heaviside]]
[[it:Oliver Heaviside]]
[[ja:オリバー・ヘビサイド]]
[[nl:Oliver Heaviside]]
[[pt:Oliver Heaviside]]
[[ru:Хевисайд, Оливер]]
[[sl:Oliver Heaviside]]