ლუის კაბრალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
დაიბადა [[1931]] წელს ქ. [[ბისაუ]]ში. დაწყებითი სკოლა დაამთავრა [[კაბო-ვერდე]]ში, მოგვიანებით კი დაეუფლა ბუღალტერიას. იყო განმანთავისულებელი მოძრაობისა და [[გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტია|გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტიის]] (პაიგკ) აქტიური წევრი. [[1973]] წლის იანვარში პაიგკ-ის ლიდერი, ლუისის ნახევარძმა, [[ამილკარ კაბრალი]] მოკლეს, რის შედეგადაც მოხდა ლუისის დაწინაურება. 1973 წლის [[24 სექტემბერი|24 სექტემბერს]] გვინეა-ბისაუმ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ქვეყანას სათავეში ლუის კაბრალი ჩაუდგა, რომელმაც დაიკავა სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარის პოსტი.
 
გვინეა-ბისაუში დამყარდა პაიგკ-ის ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა. [[1977]] წელს შემოიღებულ იქნა მონოპოლია ეკონომიკაზე, რამაც გააუარესა სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ამას ერთვოდა კაბო-ვერდელთა მომძლავრება გვინეა-ბისაუში, რაც განპირობებული იყო ორი ქვეყნის მესვეურთა იდეებით, შექმნილიყო გვინეა-ბისაუსა და კაბო-ვერდეს ერთიანი სახელმწიფო. ეს იდეა გაქარწყლდა [[1980]] წელს, როდესაც უსისხლო გადატრიალების შემდეგ ლუის კაბრალი დაამხო [[ჟოან ბერნარდო ვიეირა]]მ. კაბრალი 1980-1984 წლებში პატიმრობაში იმყოფებოდა. მას გასამართლებასაც უპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს და უფლება მისცეს გაქცეულიყო [[კუბა]]ში. კაბრალი კუბიდან [[პორტუგალია]]ში გადავიდა, სადაც დარდაიცვალაგარდაიცვალა [[2009]] წელს.
 
==რესურსები ინტერნეტში==