ლუის კაბრალი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მუქი ტექსტი''' ლუიშ დე ალმეიდა კაბრალი (11 აპრილი 1931,ბისაუ - [...
(განსხვავება არ არის)

10:47, 9 მაისი 2011-ის ვერსია

მუქი ტექსტი ლუიშ დე ალმეიდა კაბრალი (11 აპრილი 1931,ბისაუ - 30 მაისი 2009, ტორეს ვედრასი, პორტუგალია) - გვინეა-ბისაუს პოლიტიკური მოღვაწე და დამოუკიდებელი გვინეა-ბისაუს პირველი მეთაური 1973-1980 წლებში.

 დაიბადა 1931 წელს ქ.ბისაუში.დაწყებითი სკოლა დაამთავრა კაბო-ვერდეში, მოგვიანებით კი დაეუფლა ბუღალტერიას.იყო განმანთავისულებელი მოძრაობისა და გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტიის (პაიგკ) აქტიური წევრი.1973 წლის იანვარში პაიგკ-ის ლიდერი,ლუიშის ნახევარძმა,ამილკარ კაბრალი  მოკლეს,რის შედეგადაც მოხდა ლუიშის დაწინაურება.1973 წლის 24 სექტემბერს გვინეა-ბისაუმ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.ქვეყანას სათავეში ლუიშ კაბრალი ჩაუდგა,რომელმაც დაიკავა სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარის პოსტი.
 გვინეა-ბისაუში დაწესდა პაიგკ-ის ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა. 1977 წელს შემოიღებულ იქნა მონოპოლია ეკონომიკაზე,რამაც გააუარესა სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში.ამას ერთვოდა კაბო-ვერდელთა მომძლავრება გვინეა-ბისაუში,რაც განპირობებული იყო ორი ქვეყნის მესვეურთა  იდეებით, შექმნილიყო გვინეა-ბისაუსა და  კაბო-ვერდეს ერთიანი სახელმწიფო. ეს იდეა გაქარწყლდა 1980 წელს, როდესაც უსისხლო გადატრიალების შემდეგ ლუიშ  კაბრალი დაამხო ჟოან ბერნარდო ვიეირამ.კაბრალი 1980-1984 წლებში პატიმრობაში იმყოფვბოდა.მას გასამართლებასაც უპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს და უფლება მისცეს გაქცეულიყო კუბაში. კაბრალი კუბიდან პორტუგალიაში გადავიდა,სადაც დარდაიცვალა 2009 წელს.