ჯიმშერ ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჯიმშერ ჩოლოყაშვილი''' (გ. [[1756]]), [[არაგვის საერისთავო]]ს გამგებელი [[1743]]-[[1756]] წლებში. [[1743]] წელს [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-მ]] არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] ვაჟს, [[ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი|ვახტანგს]], საუფლისწულოდ მისცა. ბატონიშვილის მცირეწლოვანების გამო ჩოლოყაშვილი მოურავის უფლებით განაგებდა არაგვის საერისთავოს, თუმცა ზოგჯერ წყაროებში იგი ერისთავად იხსენიება. [[1746]] ჩოლოყაშვილი მონაწილეობდა გამდგარი ოსებისა და აჯანყებული ქსან-არაგვის მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლებში. [[1747]] ერეკლეს მხარეზე იბრძოდა აჯანყებული აბდულა-ბეგის წინააღმდეგ. [[1748]] მონაწილეობდა თბილისის ციხეებიდან ყიზილბაშთა გარნიზონების განდევნაში. თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა მებრძოლმა და ნიჭიერმა სარდალმა. მოკლეს საერისთავოში.
 
== ლიტერატურა ==
*'' ჯამბურია გ.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 148, თბ., 1987