დიდი ურდო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.3) (ბოტის დამატება: lt:Didžioji Orda
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Большая Орда.png|მინიატიურა|დიდი ურდოს რუკა]]
'''დიდი ურდო''' — [[თათრები|თათართა]] [[ფეოდალიზმი|ფეოდალური]] [[სახელმწიფო]] [[შავი ზღვა|შავიზღვისპირეთში]], [[მდინარე]] [[დონი|დონსა]] და [[დნეპრი|დნეპრს]] შორის; შეიქმნა [[1433]] წელს [[ოქროს ურდო]]ს დაშლის შედეგად. ლიტვის დიდი მთავრის სვიდრიგალოს დახმარებით დიდი ურდოს სათავეში ჩაუდგა [[თოხთამიში]]ს შვილიშვილი [[სეიდ აჰმედი]]. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მომთაბარე მესაქონლეობა, ნაწილობრივ — მიწათმოქმედება. [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] შუა წლებში დიდი ურდო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აღმოსავლეთ [[ევროპა]]ში. [[1455]]-[[1456]] წლებში [[ზამთარი|ზამთარში]] [[ყირიმი]]ს ხანმა [[ჰაჯი-გირეი]]მ დაამარცხა დიდი ურდო, რის შემდეგაც მისმა ცენტრმა [[მდინარე]] [[ვოლგა|ვოლგის]] სანაპიროებზე გადაინაცვლა. [[1465]] წელს მას [[ასტრახანი]] გამოეყო და დამოუკიდებელ სახანოდ ჩამოყალიბდა. დიდმა ურდომ გარკვეულ ძლიერებას მიაღწია [[აჰმედ-ხანი]]ს დროს ([[1465]]-[[1481]]). [[1486]]-[[1491]] წლებში დიდი ურდო [[ყირიმი]]ს ხანმა [[მენგლი-გირეი]]მ დაამარცხა, [[1502]] წელს კი საბოლოოდ მოუღო ბოლო მის [[დამოუკიდებლობა]]ს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_ურდო“-დან