დიდი კატები: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==== ლომი ====
[[ფაილი:HansomeLion 002.jpg|thumb|left|240px250px| [[ლომი|ხვადი ლომები]] ფაფარით უფრო დიდები გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან ]]
სხვა დიდი კატებისაგან განსხვავებით, [[ლომი|ლომები]] ცხოვრობენ ოჯახებად, ე.წ. პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუ ლომზე და, მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძლევს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებწე მეტად წრაფები არიან. ცობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური. ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). ლომები იკვებებიან, როგორც ხერხემლიანი ცხოველებით,ასევე [[თაგვი]]თ ან [[გველი]]თ, ჭამს აგრეთვე ლეშს. ნადირობენ შებინდებისას და ღამით. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის.
 
2 540

რედაქტირება