ჯავის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
მუნიციპალიტეტის ტერიტორია [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთებზე მდებარეობს მდინარეების [[ლიახვი|დიდი ლიახვის]], [[ყვირილა|ყვირილის]] და [[ჯეჯორა|ჯეჯორის]] ხეობებში. რაიონის ტერიტორია შეადგენს 1448 კვ. კმ-ს, სადაც კონფლიქტამდე დაახლოებით 10 ათასი კაცი ცხოვრობდა. აქ 1 [[დაბა]]ა ([[ჯავა]]), 8 საკრებულო და 104 [[სოფელი]]. რაიონის ტერიტორიაზე გადის ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს.
 
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს [[1991]] წლის 27 აპრილის დადგენილებით ჯავის რაიონიდან სინაგურის, კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოების გამოეყო. სინაგური სასოფლო საბჭო გადაეცა საჩხერის რაიონს, ხოლო კიროვისა და ჩასავლის საბჭოები – ონის რაიონს.<ref>[http://www.rrc.ge/admnlaw/url12subpirxdadg_1991_04_27_Q.phphtm?idstruclawid=4&idcat=11530&lng_3=ge საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება ჯავის რაიონიდან სინაგურის, კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოების გამოყოფის შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი]</ref>
 
ჯავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლები: კვაისა-ჯვრის ეკლესიის ნანგრევები (ადრინდელი ქრისტიანული ხანა), ეკლესიის ნანგრევები სარიტათაში, სოხთაში, ნადარბაზევში და სხვა.