ორბელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ორბელები''', აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში. ფლობდნენ [[ორბეთის ციხე]]ს, აქედან მომდინარეობს მათი გვარი. საისტორიო წყაროებში ამ საგვარეულოდან პირველად მოხსენიებულია [[ივანე ორბელი]] (1110 ამბებთან დაკავშირებით). განსაკუთრებით დაწინაურდნენ ორბელები [[დემეტრე I]]-ისა და [[დავით V|დავით დემეტრეს ძის]] მეფობაში, როცა მათმა გვარმა მემკვიდრეობით მიიღო [[ამირსპასალარი]]ს სახელო, ხოლო საგამგეო ქვეყნად — [[ლორე]]. ორბელების სახლის მეთაური [[ივანე სუმბატის ძე ორბელი]] ერთდროულად დაეუფლა ამირსპასალარისა და [[მანდატურთუხუცესი]]ს სახელს, და [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III]]-ის დროს ანისის გამგებელიც იყო, ხოლო მისი ძმა [[ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელი|ლიპარიტ ორბელი]] ჯერ [[ამირახორიამილახორი|ამილახორი]] და შემდეგ ქართლის [[ერისთავი]] გახდა. ამასაც არ დასჯერდნენ და გიორგი III-ის ნაცვლად ივანე ორბელის სიძის [[დემნა უფლისწული]]ს, გამეფებით სურდათ სამეფო კარზე და სამეფოში თავიანთი უპირველესი მდგომარეობის საბოლოოდ განმტკიცება ([[ორბელთა აჯანყება 1177-1178]]).
 
ორბელების შეთქმულება დამარცხდა და ისინი სასტიკად დაისაჯნენ. მათი მამული და საგვარეულო პატივი მეფის ერთგულ დიდებულებს ებოძათ. ფიზიკურ სასჯელს გადაურჩნენ მხოლოდ აზერბაიჯანის ათაბაგთან დახმარებისათვის გაგზავნილი ლიპარიტ სუმბატის ძე და მისი ძენი, რომელთაგან ივანე [[თამარი]]ს მეფობაში ფიცით დააბრუნეს [[საქართველო]]ში, მაგრამ მამუსეული ქონებიდან მხოლოდ ორბეთი დაუბრუნეს. თამარის დროსვე დააბრუნეს საქართველოში ლიპარიტის შვილიშვილი [[ლიპარიტ ორბელი|ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელი]], რომელსაც საგამგეოდ სივნიეთი უბოძეს. ორბელების ამ შტომ, რომელიც გასომხდა, რადგან სომხურ ეთნიკურ გარემოცვასა და სარწმუნოებაში მოექცა, შეძლო თავისი სახლისათვის კანონიერი მამულიც დაებრუნებინა და ძველი საგვარეულო პატივიც აღედგინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორბელები“-დან