შორაპნის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია იმერეთის მხარე; კატეგორიის ჩამატება [[:კატეგორი
No edit summary
ხაზი 1:
'''შორაპნის ციხე''' – [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] და [[შუა საუკუნეები]]ს ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, [[ყვირილა|ყვირილისა]] და [[ძირულა|ძირულის]] შესართავში (ახლანდელი [[შორაპანი|დაბა შორაპნის]] ტერიტორია, [[ზესტაფონის მუნიციპალიტეტი]]).
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] ციხეს ასე აღწერს: «

{{ციტატა|ყვირილასა და ძირულას შორის შესართავს შინა არს შორაპანი. რომელი აღაშენა მეფემან ფარნაოზ, ქალაქი და ციხე დაყო საერისთავოდ. ამას ჩრდილოეთ-დასავლეთით უდის ყვირილა, აღმოსავლეთით-სამხრეთით ძირულა, აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შუა აქვს კლდე-გორა მცირე და გვირაბი დიდი ჩასული წყლამდე.”}}
==ისტორია==
 
წყაროებში პირველად მოხსენებულია [[სტრაბონი|სტრაბონთან]] (ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.). [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] (XI ს.) ცნობით, ციხესიმაგრე ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფე [[ფარნავაზ I|ფარნავაზ I-მა]]. სტრაბონისეული ცნობით, ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა. VI საუკუნეში, [[ეგრისის დიდი ომი 542-562|ირან-ბიზანტიის ომის დროს]], შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. გვიანდელ ეპოქაშიც ეს ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. [[1730]] ოსმალებმა დაიკავეს. [[1770]] [[მეფე]] [[სოლომონ I|სოლომონ I-მა]] გაათავისუფლა.
 
==მნიშვნელობა==
 
შორაპანი ციხე-ქალაქი ყოფილა. ამავ დროს ეს იყო პუნქტი, სადაც სანაოსნო გზა მთავრდებოდა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა [[ქარვასლა]]-ფუნდრუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით და სხვა. ვარაუდობენ რომ აქვე უნდა ყოფილიყო ნავმისადგომი, საბაჟო, უნდა ჰყოლოდათ მცველი რაზმიც, რადგან სავაჭრო გზით მტერსაც შეეძლო მოსვლა და მოყვარესაც. შორაპანი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი.
შორაპანში აღმოსავლეთიდან შემოდიოდა 3 სახმელეთო გზა, ასევე დასავლეთიდან __ ერთი სამდინარო და ორიც სახმელეთო. მათგან ერთი სახმელეთო გზა იწყებოდა [[ქუთაისი]]დან, გამოივლიდა ჩხარს, სკანდას, «თამარის ხიდს» მდინარე ჩოლაბურზე და მდინარე [[ყვირილა]]ს თაღოვანი ხიდით შედიოდა [[შორაპანი|შორაპანში]]. მეორე კი მდინარის მარცხენა მხრიდან შემოდიოდა და რიონის ნაპირით მიემართებოდა [[შავი ზღვა|შავი ზღვისაკენ]].
 
==არქიტექტურა==
 
ციხე-ქალაქის ფართობი 6000 კვ.მეტრს აღემატება. მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე. შორაპნის ციხის ნანგრევებში აშკარად შეიმჩნევა ორი ფენა: გვიან ფეოდალური — რიყის ქვის წყობა კირის ხსნარზე და ადრე ფეოდალური — უხეშად გათლილი კვადრების წყობა კირის ხსნარზე. კვადრების სამი-ოთხი რიგის შემდეგ მორიგეობს ხუთრიგიანი აგურის წყობა. ქვისა და აგურის მონაცვლეობიანი წყობა მიეკუთვნება მე-6 საუკუნეს. მშენებლობის ასეთი სტილი დამახასიათებელია [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური იმპერიის]] პერიოდის რომაული არქიტექტურისათვის.
 
მე-6 საუკუნეს ეკუთვნის ციხიდან მდინარე ყვირილაში ჩამავალი გვირაბი, რომელიც გვიანფეოდალურ ხანაშია აღდგენილი. ცნობილია ისიც, რომ ციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა ორი სხვადასხვა დიამეტრის მქონე თიხის მილების წყალსადენით. ციხის დაცული ნანგრევები შეიცავს სხვადასხვა ხანის ნაგებობებს. ეს ნაწილი აგებულია ოთხკუთხა თლილი ქვისაგან, რომელსაც შუაში დატანებული აქვს აგურის ზოლი. ასეთი ნაგებობა დამახასიათებელია იმპერიის პერიოდის რომაული და შემდეგ მე-4-6 საუკუნეების ბიზანტიური არქიტექტურისათვის.
ეს ნაწილი აგებულია ოთხკუთხა თლილი ქვისაგან, რომელსაც შუაში დატანებული აქვს აგურის ზოლი. ასეთი ნაგებობა დამახასიათებელია იმპერიის პერიოდის რომაული და შემდეგ მე-4-6 საუკუნეების ბიზანტიური არქიტექტურისათვის.
შორაპნის ციხეში არის ამავე ხანის სხვა ციხეებისათვის დამახასიათებელი გვირაბი, რომელიც ცუდადაა შემონახული. იგი იწყება დასავლეთის კედელთან და მიემართება ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ყვირილასაკენ და ჩადის მის სანაპირომდე(სიგრძე 60 მეტრი), სადაც აშენებულია რიყიოს ქვისა და კირქვისგან აგებული ოთხკუთხედი კოშკი. ციხეს ჰქონია ორი კარი: ერთი ჩრდილო-ამოსავლეთით და მეორე დასავლეთით, სადაც ამჟამად ძველი თაღოვანი ციხის ბურჯია შემორჩენილი და რომლითაც მდინარის მარცხენა მხარე უკავშირდებოდა მარჯვენას.
Line 17 ⟶ 25:
შორაპნის მთელი ტერიტორია ერთ დროს შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რასაც მოწმობს ამ ადგილებში ნაპოვნი ალიზის კედლის ფრაგმენტები და სუსტად გამომწვარი აგურის ნატეხები. მთელი ეს ფართობი(დაახლოებით 25ჰა) ციხის გამოკლებით ქალაქის ტიპის დასახლება უნდა ყოფილიყო.
 
==არქეოლოგია==
==მნიშვნელობა==
შორაპანი ციხე-ქალაქი ყოფილა. ამავ დროს ეს იყო პუნქტი, სადაც სანაოსნო გზა მთავრდებოდა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა [[ქარვასლა]]-ფუნდრუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით და სხვა. ვარაუდობენ რომ აქვე უნდა ყოფილიყო ნავმისადგომი, საბაჟო, უნდა ჰყოლოდათ მცველი რაზმიც, რადგან სავაჭრო გზით მტერსაც შეეძლო მოსვლა და მოყვარესაც. შორაპანი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი.
შორაპანში აღმოსავლეთიდან შემოდიოდა 3 სახმელეთო გზა, ასევე დასავლეთიდან __ ერთი სამდინარო და ორიც სახმელეთო. მათგან ერთი სახმელეთო გზა იწყებოდა [[ქუთაისი]]დან, გამოივლიდა ჩხარს, სკანდას, «თამარის ხიდს» მდინარე ჩოლაბურზე და მდინარე [[ყვირილა]]ს თაღოვანი ხიდით შედიოდა [[შორაპანი|შორაპანში]]. მეორე კი მდინარის მარცხენა მხრიდან შემოდიოდა და რიონის ნაპირით მიემართებოდა [[შავი ზღვა|შავი ზღვისაკენ]].
 
==არქეოლოგიური წყაროები==
შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 1983 წელს დაიწყო. მთლიანად გაიწმინდა მიმდებარე ფართობი და გამოჩნდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები, ნაწილობრივ ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული. არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილია ოთხკუთხა ბურჯისმაგვარი კოშკი, გაწმენდილია ნაგებობის იატაკი, რომლის ქვემოთ კიდევ უფრო ძველი ნაგებობის კედლები აღმოჩნდა, რომელშიც ჩაშენებულია წყალგაუმტარი ხსნარით შელესილი ავზი.
 
Line 36 ⟶ 40:
 
== რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.imereti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=225&info_id=2193 შორაპნის ციხე ]
 
[[კატეგორია:ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შორაპნის_ციხე“-დან