ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ლიტერატურა
ხაზი 1:
[[ფაილი:Telavi Airfield-174.jpg|thumb|300px|ალაზნის ველი]]
'''ალაზნის ველივაკე''', ''ალაზნის ვაკეველი'', მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონსა, [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და გარეკახეთის ზეგანს შორის. ზღვის დონიდან 200-470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია სამხრეთ-აქღმოსავლეთისაკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს [[ალაზანი|მდ. ალაზანი]].
 
 
ალაზნის ველის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე - 35-37 კმ, მინიმალური - 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით.ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი.ნალექები 700-1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი - იანვარში. ალაზნის ველზე ხშირია სეტყვა.
ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის ტყით, სადაც უმთავრესად [[მუხა]], [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[ალვის ხე]]. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა. დიდი დასახლებული პუნქტები ([[თელავი]], [[გურჯაანი]], [[ყვარელი]], [[ლაგოდეხი]], [[ახმეტა]], [[სიღნაღი]], [[წნორი]], [[შილდა]], [[ნაფარეული]], [[კარდანახი]] და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).
==ლიტერატურა==
 
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 263, თბ., 1975;
*''მარუაშვილი ლ.,'' ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1990
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალაზნის_ვაკე“-დან