ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
1517248 ცვლილების გაუქმება 188.169.162.115-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 2:
 
სისტემას არაფორმალურად "მენდელეევის ცხრილს", "პერიოდულობის სისტემას" ან უბრალოდ "პერიოდულ სისტემას" უწოდებენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ სახელი "პერიოდულობის სისტემა" გაუმართლებელია როგორც ქიმიური, ასევე გრამატიკული თვალსაზრისითაც. არსებობს ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის წარმოსახვის რამდენიმე სახე. მათ შორის ყველაზე უფრო გამოყენებულია გაშლილი და შემჭიდროებული ცხრილები (იხ. სურათი ქვემოთ).
აღმოჩენის ისტორია
XIX საუკუნის შუა ხანებისათვის 63 ქიმიური ელემენტი იყო აღმოჩენილი და იყო არაერთი მცდელობა მათ შორის კანონზომიერების პოვნისა. 1829 წელს დობერეიერმა გამოაქვეყნა მის მიერ შედგენილი „ტრიადების კანონი“ : „მრავალი ქიმიური ელემენტის მასა მასთან ყველაზე ახლოს მდგომი ორი ელემენტის მასების საშუალო არითმეტიკულის ტოლია.“ ქიმიური ნივთიერებების ატომური მასების ზრდის მიხედვით დალაგების პირველი მცდელობა ეკუთვნის ალექსანდრ ემილ შანკურტუას ეკუთვნის(1862). მან ნივთიუერებები სპირალურად დაალაგა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ ვერტიკალურად ერთმანეთის თვზე მყოფი ელემენტების ქიმიური და ფიზიკური თვისებები მეორდებოდა. შანკურტუას აღმოჩენას ყურადღება არავინ მიაქცია.
1866 წელს პერიოდული სისტემის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა ქიმიკოსმა და ამასთანავე მუსიკოსმა ჯონ ალესქანდრ ნიულენსმა, რომლის მოდელიც ( ოქტავების აკანონი) გარეგნულად მენდელეევისას ჩამოგავდა, თუმცა ავტორი დილობდა სისტემაშუი ეპოვა რაღაც მისტიურო დამოკიდებულება ელემენტებს შორის (როგორც მუსიკაში). მომდევნო ათწლეულის მანძილზე გამოიცა პერიოდული სისტემის კიდევ რამოდენიმე ვარიანტი. თუმცა საბოლოო შედეგთან ყველაზე ახლოს მივიდა იულიუს ლოტარ მაიერი(1864 წელს). მენდელეევმა პერიოდული სისტემის პირველი ვარიანტი გამოაქვეყნა სტატიაში „ატომის მასისა და ქიმიური თვისებების დამოკიდებულება“ (რუსეთის ქიმიკოსთა კავშირის გაზეთში). ხოლო 1869 წლის თებერვალში თასვისი აღმოჩენა მან მსოფლიოს წამყვან ქმიკოსებს გაუგზავნა.
ლეგენდის თანახმად მენდელეევს პერიოდული სისტემა დაესიზმრა თუმცა კითხვაზე_თუ როგორ აღმოაჩინა მან პერიოდული სისტემა მეცნიერმა უპასუხა:«Я над ней, может быть, двадцать лет думал, а вы думаете: сидел и вдруг… готово».
მენდელეევმა ქიმიური ელემენტის სახელები და მათი თვისებები ფურცლებზე ჩამოწერა რის შემდეგაც დაიწყო მათი გადაადგილება და დაწყობა გრძელ რიგებათ რომლებშიც ნივთიერებათათვისებები ერთმანეთის მსგავსი იყო. მუშაობის დასრულების შემდეგ 1869 წელს მენდელეევის პერიოდული სისტემის პირველი ვარიანტი გამოჩნდა რუსეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებში. პერიოდული სისტემის პირველ ვარიანტში წარმოდგენილი იყო 19 ჰორიზონტალური ხაზი(დღევანდელი ჯგუფები) და 6 ვერტიკალური (დღევანდელი პერიოდი).
 
1870 წელს მენდელეევმა წიგნში „ქიმიის საწყისები“ გამოაქვეყნა თავისი სისტემის ახალი ვარიანტი, რომელსაც ჩვენთვის უფრო ნაცნობი ფორმა ქონდ მიღებული: ჯგუფების რაოდენობა 19-დან 8-ზე იყო ჩამოსული. პერიოდები იწყებოდა ტუტე მეტალებით და სრულდებოდა ჰალოგენებით. ყოველი პერიოდი გაყოფილი იყო 2 რიგად.
მენდელეევის აღმოჩენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ატომური მასის ზრდასთან ერთად ნივთიერებათა თვისებები იცვლება არა მონოტონურად არამედ პერიოდულად. ნივთიერებათა გარკვეული რაოდენობის შემდეგ თვისებები მეორდება, მაგალითად ნატრიუმი კალიუმის მსგავსია; ფტორი_ქლორის; ოქრო_ ვერცხლის და ტყვიის. რათქმაუნდა თვისებები ზუსტად არ მეორდებ, არის განსხვავებებიც. მენდელეევის ნაშრომი მისი წინამორბედებისაგან იმით განსხვავდებოდა,რომ ის აჯგუფებდა ნივთიერებებს ორი ნიშნის მიხედვით: ატომური მასა და ქიმიური თვისებები. იმისათვის , რომ პერიოდულობა დაცულიყო მენდელეევმა შეასწორა რამოდენიმე ნივთიერების ატომური მასა, განალაგა სხვადასხვა ნივთიერებები იმის მიუხედავად, რომ მათ მსგავსებას საერთოდ არ განიხილავდნენ იმ დროის მეცნიერები. მენდელეევმა აგრეთვე დატოვა თავისუფალი ადგილები ჯერკიდევ აღმოუჩენი ნივთიერებებისთვის. ყოველივე ამაზე დაყრდნობით 1871 წელს მენდელეევმა გამოაქვეყნა პერიოდულობის კანონი, რომელიც დროთა განმავლობაში გააუმჯობესეს.
პერიოდულობის კანონის მართბულობა მალევე დამტკიცდა. 1875-1886 წლებში აღმოაჩინეს გერმანიუმი, გალიუმი და სკანდინავიუმი, რომელთა არსებობა და ქიმიურ-ფიზიკური თვისებები მენდელეევმა იწინასწარმეტყველა.
XX საუკუნის დასაწყისში ატომის აგებულების აღმოჩენასთან ერთად ნათელი გახდა,რომ ნივთიერებათა თვისებების პერიოდული ცვლილება განისაზღვრება არა ატომის მასით არამედ ატომბირთვის მუხტით და ელექტრონების რაოდენობით, რომელიც განსაზღვრავს ელემენტის ქიმიურ თვისებებს.
 
 
პერიოდული სისტემის შედგენილობა
მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული პერიოდული სიტემის სამი ვარიანტი: „მოკლე“, „გრძელი“ და „უგრძესი“. გრძელ ვარიანტში საერთო ცხრილიდან გატანილია ლანთანოიდები და აკტინოიდები. ჩაწერი მოკლე მეთოდში ამასთან ერთად მეოთხე და მეხუთე პერიოდები ორ-ორ ხაზს იკავებენ.
1989 წელს სისტემის დამოკლებული ვარიანტი ქიმიის საერთაშორისო კავშირის მიერ აიკრძალა, თუმცა მას დღემდე ძალიან ბევრ დაწესებულებაში იყენებენ.
დღესდღეისობით არსებობს პერიოდული სიტემის ასობით ვარიანტი, რომლებიც გამოიყენება იშვიათად ან საერთოდ არ გამოიყენება. თუმცა მეცნიერები კიდევ აგრძელებენ ახალი ვარიანტების შექმნას.
 
 
მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემა მალე ბოლომდე შეივსება
 
ჰელმჰოლცის სახელობის მძიმე ელემენტების იონთა კვლევის ცენტრის პროფესორი ზიგურდ ჰოფმანი (Sigurd Hofmann) თვლის, რომ მალე მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული ტაბულა მთლიანად შეივსება, რადგან ატომთა ბირთვის მასა (ან ელემენტთა რიგობრივი ნომერი) შემოსაზღვრულია ზემოდან – დაახლოებით 126-ე ელემენტის შემდეგ, ატომებს ფიზიკური არსებობა აღარ შეუძლიათ.რია-ს ახალი ამბების სააგენტოს, აღნიშნულმა პროფესორმა შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: “მე ვფიქრობ, რომ ქიმიურ ელემენტთა პერიოდული ტაბულა დამთავრდება სადღაც 120-126 ელემენტთა შორის. ამ რიგით ნომრების იქით ელექტრონული ორბიტალების ეფექტი იკარგება და შესაბამისად ატომის ბირთვების არსებობა შეუძლებელია”როგორც ცნობილია, ბუნებაში რიგით 92 ნომრის ელემენტის (ურანი) შემდეგ არ არსებობს სხვა მდგრადი ელემენტი, მაგალითად პლუტონიუმის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ატომურ რეაქტორებში ურანის ბირთვული დაშლის რეაქციის შედეგად, ხოლო მე-100 ელემენტის (ფერმიუმის) შემდეგ ელემენტების ხელოვნური მიღება-სინთეზი შესაძლებელია მხოლოდ ამაჩქარებლებში, სამიზნის მძიმე ელემენტების იონებით ბობმბარდირებისას.ეხლა დუბნაში მიდინარეობს სამუშაოები “გამორჩენილი” 117 ელემენტის სინთეზისათვის, რიგში კი 120 ელემენტის მისაღებად მომზადება მიმდინარეობს.
 
რაც შეეხება 117 ელემენტს რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის რუსმა ფიზიკოსებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ისტორიაში პირველად მენდელეევის ტაბულის 117-ე ელემენტის სინთეზირება წარმატებით დაასრულეს, ექსპერიმენტის ხელმძღვანელზე, აკადემიკოს იური ოგანესიანზე დაყრდნობით.
”ჩვენ 6-ჯერ დავაფიქსირეთ 117-ე ელემენტის ბირთვის დაბადება და ამგვარად მენდელეევის ტაბულაზე 116-ე და 118-ე ელემენტებს შორის ამ დრომდე ცარიელი ადგილი შევავსეთ”, – განაცხადა ოგანესიანმა.
 
 
 
== ცხრილი ==