ანარქო-სინდიკალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი
}}
'''ანარქო-სინდიკალიზმი''' არის- ანარქიზმის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც მთავარ საკითხად მიიჩნევს მუშათა ერთიანი მოძრაობის ორგანიზებას და მხარდაჭერას. „სინდიკალიზმი“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა ნიშნავს „სავაჭრო ერთიანობას“. სინდიკალიზმი არის კოოპერატიული ეკონომიკური სისტემის ალტერნატივა. მისი მომხრეები მას მიიჩნევენ რევოლუციური სოციალური ცვლილებებისთვის საკმარის ძალად, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კაპიტალიზმი და სახელმწიფო ახალი სისტემით, რომელიც თვითორგანიზებაზე იქნება დაფუძნებული.
== რა არის ანარქო-სინდიკალიზმი? ==
 
ანარქო-სინდიკალიზმი არის ანარქიზმის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც მთავარ საკითხად მიიჩნევს მუშათა ერთიანი მოძრაობის ორგანიზებას და მხარდაჭერას. „სინდიკალიზმი“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა ნიშნავს „სავაჭრო ერთიანობას“. სინდიკალიზმი არის კოოპერატიული ეკონომიკური სისტემის ალტერნატივა. მისი მომხრეები მას მიიჩნევენ რევოლუციური სოციალური ცვლილებებისთვის საკმარის ძალად, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კაპიტალიზმი და სახელმწიფო ახალი სისტემით, რომელიც თვითორგანიზებაზე იქნება დაფუძნებული.
 
ანარქო-სინდიკალისტების მთავარი ამოცანაა, გაანადგურონ კაპიტალისტური სისტემა, რადგან ის მუშათა კლასის დამონების, ჩაგვრის მთავარ იარაღად მიაჩნიათ, გარდა ამისა, თვლიან, რომ სახელმწიფოს და კერძო საკუთრების არსებობის გამო ხდება საზოგადოების სხვადასხვა კლასებად დაყოფა. რალფ ჩაპლინის აზრით „“საერთო გაფიცვის“ მთავარი დანიშნულებაა, მუშათა კლასს მისცეს იმდენის მიღების საშუალება, რამდენსაც ისინი გამოიმუშავებენ. შრომის ბოროტად გამოყენება უნდა შეწყდეს“.
 
გარდა ამისა, ანარქო-სინდიკალისტები სახელმწიფოს მიიჩნევენ მუშათა კლასის წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზებულ სტრუქტურად. მათი აზრით , სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება კერძო საკუთრების, შესაბამისად ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად პრივილეგირებული ფენის დაცვაა. სხვა მემარცხენე ძალებისგან (მაგ. მარქსისტ-ლენინისტებისგან) განსხვავებით ანარქო-სინდიკალისტები უკუაგდებენ ყოველგვარი „მუშათა სახელმწიფოს“ იდეას და თეორიულადაც არ უშვებენ ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც დაიცავს მუშათა კლასის ინტერესებს. ანარქისტული ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომელზეც ანარქო-სინდიკალიზმია დაფუძნებული, მის მომხრეებს მიაჩნიათ რომ ძალაუფლება რყვნის ხელისუფლებას.
 
=== ანარქო-სინდიკალიზმის პრინციპები ===
 
ანარქო-სინდიკალიზმის მთავარი პრინციპებია მუშათა სოლიდარობა, პირდაპირი მოქმედება და თვითორგანიზება. მუშათა სოლიდარობა გულისხმობს იმას, რომ ყველა მუშა, განურჩევლად სქესისა და ეთნიკურობისა, ერთნაირი წნეხის ქვეშაა მოქცეული და ყოველი ცვლილება, რომელიც შეეხება მუშათა გარკვეულ ნაწილს, აისახება მთელ მუშათა კლასზე. შესაბამისად, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და დაუჭიროს მხარი საერთო მოძრაობას.
Line 15 ⟶ 12:
ანარქო-სინდიკალისტებს მიაჩნიათ, რომ პირდაპირი მოქმედება - ანუ მოქმედება, რომელსაც უშუალოდ საზოგადოება შეასრულებს და მიმართული იქნება საერთო მიზნის მისაღწევად - საშუალებას მისცემს საზოგადოებას, გათავისუფლდეს სახელმწიფოს მარწუხებისგან. მეტიც, ანარქო-სინდიკალისტების აზრით, არცერთ მუშათა ორგანიზაციაში, რომლებიც იბრძვიან კაპიტალისა და სახემწიფოს წინააღმდეგ, არ უნდა არსებობდეს იერარქიული სტრუქტურა - ყველა გადაწყვეტილება უშუალოდ ორგანიზაციის წევრებმა უნდა მიიღონ.
 
=== ანარქო-სინდიკალიზმის ისტორია ===
 
რუდოლფ როკერი ანარქო სიდნიკალიზმის ერთ-ერთი ყვველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მან ლონდონში ჩამოაყალიბა ებრაელ ემიგრანტ მუშათა გაერთიანება და მისი ინიციატივით დაიწყო 1912 წელს ტანსაცმლის ფაბრიკის მუშათა გაფიცვა. მან 1938 წელს გამოსცა ბროშურა „ანარქო-სინდიკალიზმი“, სადაც აღწერა ამ მოძრაობის ჩამოყალიბების ისტორია, მისი მიზნები და მნიშვნელობა.