საღამოს ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
გადავიდა სოფლის სტატიაში
ხაზი 31:
|სათაური =საღამოს ტბა
}}
'''საღამოს ტბა'''– ტბა [[ჯავახეთი|ჯავახეთში]]. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ<sup>2</sup>, უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ<sup>3</sup>, წყალშემკრები აუზის ფართობი 528კმ<sup>2</sup>. ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]]. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი [[საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|საღამო]].
 
==საღამოს ეკლესია==
საღამოს ტბის გასწვრივ, სატრანზიტო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული.
 
3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელი და გამორჩეულია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ''X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია'', მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით.
 
თლილი ქვით ნაგები ''მეორე ეკლესიაც'' დარბაზულია. მიეკუთვნება XIII საუკუნეს. აქაც კამარა ხის ბანური გადახურვითაა შეცვლილი. მორთულობა ძუნწია.
 
''მესამე სამხრეთის ეკლესიაც'' XIII საუკუნეს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემონახული.
 
''მთაზე აღმართული ეკლესია'' განვითარებული შუა ხანებისაა. იგი ძლიერ დანგრეულია.
 
[[დავით VII ულუ|დავით მეფეთა მეფის]] (1247-1270წწ.) წარწერა საღამოს ტბის ერთ–ერთი სტელიდან გვამცნობს:
{{ციტატა|ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი, მეფეთა მეფე დავით}}
 
 
{{ფოტოგალერეა
|ზომა=350
|სათაური=საღამოს ტბა. საღამოს ტბის ეკლესიები
|ფაილი:Sagamo Lake (2).JPG|საღამოს ტბის მესამე ეკლესია. XIIIს.
|ფაილი:Sagamo Lake.JPG|საღამოს ტბა და მდ. ფარავანი
|ფაილი: 29 August. Faravani Lake (12).JPG|საღამოს ტბის პირველი დარბაზული ეკლესია. Xს.
|ფაილი:Sagamos tba. r.beridze (8).JPG|პირველი დარბაზული ეკლესია.ხედი სამხრეთ–აღმოსავლეთიდან
|ფაილი:Sagamos tba. r.beridze (3).JPG|საღამოს ტბა პირველი დარბაზული ეკლესიიდან (Xს.)
|ფაილი:Sagamos tba. r.beridze (9).JPG|პირველი დარბაზული ეკლესია.ეკლესიის შესასვლელი.ხედი დასავლეთიდან
|ფაილი:Sagamos tba. r.beridze (4).JPG| პირველი დარბაზული ეკლესია. ფესვდო–იონური პილასტრები
|ფაილი:Sagamos tba. r.beridze (6).JPG|პირველი დარბაზული ეკლესია. ბარელიეფები გველების გამოსახულებით
}}
 
{{-}}
== ლიტერატურა ==
{{commonscat|Saghamo Lake}}
* {{ქსე2|9|199|რ. მეფისაშვილი}}
* [[ვალერი სილოგავა]]. ჯავახეთის ეპიგრაფიკა. ახალციხე. 2001 წ.
 
[[კატეგორია:სამცხე-ჯავახეთის მხარის ტბები]]
 
[[კატეგორია:სამცხე-ჯავახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
 
[[fr:Lac Saghamo]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საღამოს_ტბა“-დან