მადათაფა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება |
ვიკიფიცირება |
||
ხაზი 31:
'''მადათაფა''', [[ტბა]] [[ჯავახეთი]]ს ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]], [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2108 მ. სარკის ფართობი 8,78 კმ<sup>2</sup>, აუზის ფართობი 136 კმ<sup>2</sup>, უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ<sup>3</sup>. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია [[ზამთარი|ზამთარში]]. ტბიდან გაედინება მდინარე [[მადათაფა (მდინარე)|მადათაფა]]. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა [[ზაფხული|ზაფხულში]] 17-18°C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში [[თევზები|თევზი]] არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი.
ტბიდან სათავეს იღებს [[მდინარე]] [[ბუღდაშენი (მდინარე)|ბუღდაშენი]], რომელიც ქ. ნინოწმინდის შესასვლელთან მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანს]] უერთდება. ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: [[ეფრემოვკა]], [[ჟდანოვაკანი]] და [[სამება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|სამება]].
==ლიტერატურა==
|