ჯონ ფრუშანტე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 22:
ჯონ ენტონი ფრუშანტე დაიბადა 1970 წლის 5 მარტს, ნიუ იორკში, მუსიკოსების ოჯახში. 12 წლისა იგი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში.
მისი პირველი შეხება ჯგუფ "Red Hot Chili Peppers"-თან მოხდა 1885 წელს, როდესაც ჯონმა ისინი იხილა კონცერტზე. ჯგუფის მაშინდელი გიტარისტი, ჰილელ სლოვაკი გახდა მისი კერპი. ჯონმა შეისწავლა ფეფერსების სოლო-გიტარის და ბას-გიტარის ყველა პარტია, მათი პირველი სამი ალბომიდან.
1988 წელს სლოვაკი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებისგან. ჯგუფმა დაიწყო ახალი გიტარისტის ძებნა. იმ დროისთვის ჯონი მეგობრობდა ჯგუფის "The Dead Kennedys" -ის დრამერ პელიგროსთან. ისინი ხშირად უკრავდნენ ხოლმე ერთად რეპეტიციებზე. ერთ-ერთ ასეთ რეპეტიციაზე პელიგრომ დაპატიჟა ფლი. იგი ძალიან მოიხიბლა ფრუშიანტეს დაკვრით და დაუძახა ენტონი კიდისს, რომ მასაც ენახა ჯონი. გადაწყვეტილება უყოყმანო იყო, ფრუშიანტე ჯგუფის წევრი გახდა. სწორედ ამ პერიოდში ჯონი აპირებდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე ჯგუფ "Thelonious Monster"-თან, თუმცა ენტონიმ და ფლიმ მათ უმალვე ააცალეს ჯონი.
Line 31 ⟶ 33:
1994 წელს მან გამოსცა ალბომი "Niandra Lades and Usually Just a T-Shirt", რომელიც მის ერთ-ერთ საუკეთესო სოლო ნაშრომად ითვლება. მან ეს ალბომი მიუძღვნა ფლის შვილს, კლარას.
კოკაინისა და ჰეროინის მოხმარების შვიდწლიანმა პერიოდმა, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. აბსოლუტურად გამოფიტულ და დასუსტებულ ფრუშიანტეს ჯგუფმა დაბრუნება სთხოვა და იგიც დათანხმდა. ჯონმა 1999 წელს ფეფერსის შემადგენლობაში მან ჩაწერა ალბომი "Californication". მსმენელი კრიტიკულად უყურებდა ჯონის დაბრუნებას, თუმცა მან ბოლომდე გაამართლა იმედები. ეს იყო მისთვის უდიდესი წარმატება, ისევე როგორც მთელი ჯგუფისთვის.
2002 წელს ჯგუფმა ჩაწერა ალბომი "By The Way". ამ ალბომმაც დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიო ჩარტები. 2006 წელს გამოვიდა ჯგუფის ახალი, ორდისკიანი ალბომი, "Stadium Arcadium", რომელზეც ჯონის ნიჭი კვლავ დადებითად გამოვლინდა. პარალელურად ჯონმა რამდენიმე სოლო ალბომი გამოსცა
2009 წლის დეკემბერში ფრუშანტესგან ცნობილი გახდა, რომ მან ოფიციალურად დატოვა ჯგუფი და განაგრძობს სოლო-პროექტებს.
==დისკოგრაფია==
|