ბარბარიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 1:
'''ბარბარიზმი''' (< [[ბერძნ.]] barbaros — უცხო), ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი გამონათქვამი ან სიტყვა, რომელიც შექმნილია სხვა ენის წესის მიხედვით. მაგ., ქართულში „არ მაწყობს“ (შდრ. [[რუსული ენა|რუს.]] меня не устраивает), „თავისთან არის“ (он у себя), „ძირითადში“ (в основном), „ჯერ-ჯერობით!“ (пока!). ბარბარიზმი ისეთი [[კალკი|კალკია]], რომელიც არღვევს მოცემული ენის სალიტერატურო ნორმას. ბარბარიზმად ითვლება აგრეთვე საჭიროების გარეშე ნახმარი უცხო სიტყვა.
დღესდღეობით იმატა ინგლისურიდან შემოჭრილმა სიტყვებმა საქართველოში, მაგ. ექსპერტი, ქართულად არის სპეციალისტი, ასევე დეველოპერული, ქართულად ნიშნავს განვითარებადს. ძალიან ხშირად, ქართველი პოლიტიკოსები და "ბიზნესმენები"(ასევე შემოჭრილი თუმცა დამკვიდრებული) იყენებს ბარბარიზმებს და ენას ივიწყებენ.გახსოვდეთ ქართული უმდიდრესი ენაა მსოფლიოში, როდესაც მაგ. ინგლისურში ერთ სიტყვას რამდენიმე განმარტება აქვს, ქართულში ყოველ სიტყვას თავისი სახელი აქვს!
მხატვრულ ლიტერატურაში ბარბარიზმს მიმართავენ პერსონაჟის დასახასიათებლად, სოციალური გარემოს დასახატავად. სხვა ხალხთა ყოფის რეალიების, ადგილობრივი კოლორიტის გადმოსაცემად. ბარბარიზმების ხაზგასმული სიჭარბით ხმარებას „მაკარონული მეტყვება“ ეწოდება. «ქართული ღვინო! ეტო გლუპოსტ! რა ღვინოა, ჰსწორეთ კლუკვენი კვასია! კლუკვას რა ჰქვიან? ძა… ძახველი» (გ. ერისთავი).
|