თვლის სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
პირველი პოზიციური სისტემა შეიქმნა ბაბილონში დაახლოებით 2500-2000 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამ სისტემის ფუძე იყო 60, ანუ მასში 60 ციფრი იყო, სამოცობითი სისტემა ასევე გამოიყენება საათის მექანიზმში. ჩვენში გავრცელებული ათობითი სისტემა ევროპაში ინდოეთიდან შემოვიდა, სადაც ის VI საუკუნემდე შეიქმნა. მასში 10 ციფრი გამოიყენება 0,1,2,3,4,5,6,7,8,9 ამასთან რიცხვი იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ. ამ სისტემაში ინფორმაციას შეიცავს არა მხოლოდ ციფრი არამედ მისი პოზიციაც რიცხვის ჩანაწერში. უკიდურესი მარჯვენა ციფრი აღნიშნავს ერთეულების რაოდენობას, შემდეგი - ათეულების და ა.შ. ციფრის პოზიციას მისი თანრიგი ეწოდება და ყოველ მომდევნო თანრიგის წონა წინაზე 10-ჯერ მეტია.
== არაპოზიციური სისტემა ==
არაპოზიციურ სისტემაში ციფრის წონა(რაოდენობრივი ეკვივალენტი) არაა დამოკიდებული მის პოზიციაზე(ადგილზე) რიცხვის ჩანაწერში. არაპოზიციური სისტემის მაგალითია რომაული სისტემა, რომელშიც სხვადასხვა მთელი რიცხვების ჩასაწერად გამოიყენება სიმბოლოები: I-1, V-5, X-10, L-50, C-100, D-500, M-1000 და ა.შ. ამ სისტემაში რიცხვი XXXIII (33) X ციფრის წონა ყოველ პოზიციაზე ერტნაირიაერთნაირია და 10-ის ტოლია. არაპოზიციური სისტემები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ციფრების შესატყვისი იყო ანბანის ასოები.
 
== რიცხვთა წარმოდგენა პოზიციურ სისტემებში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თვლის_სისტემა“-დან