თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო: განსხვავება გადახედვებს შორის

ტერიტორიული ორგანო, replaced: საკრებულო → ტერიტორიული ორგანო (5) using AWB
(+კატ.)
(ტერიტორიული ორგანო, replaced: საკრებულო → ტერიტორიული ორგანო (5) using AWB)
'''თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოტერიტორიული ორგანო''' [[საქართველო]]ში, ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია. შეიქმნა [[1803]] წელს საქართველოს მთავარმართებლის [[პავლე ციციანოვი|პ. ციციანოვის]] ხელმძღვანელობით. დებულებაში განმარტებული იყო ამ ორგანიზაციის დაარსების მიზანი, საარჩევნო ცენზი და არჩევნების ჩატარების წესი. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოსტერიტორიული ორგანოს არჩევნები ტარდებოდა 3 წელიწადში ერთხელ. ირჩევდნენ როგორც "საქართველოს გუბერნიის" (ქართლ-კახეთის) [[თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი)|თავად-აზნაურთა წინამძღოლს — მარშალს]], ისე ცალკეული მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). [[მაზრა|მაზრებისა]] და [[გუბერნია|გუბერნიის]] მარშლებს უფლება ჰქონდათ თავადაზნაურობის საჭიროებისათვის ეშუამდგომლათ საქართველოს უმაღლეს მთავრობაში ან რუსეთის მთავრობის უმაღლეს ორგანოებში. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოტერიტორიული ორგანო მოწყობილი იყო რუსეთის შიდა გუბერნიების თავადაზნაურული ორგანიზაციების მსგავსად. ცარიზმის სოციალურ-პოლიტიკური და საადგილმამულო გეგმები ზოგჯერ ქართველ თავად-აზნაურების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ცარიზმი ანგარიშს უწევდა ქართველ თავადაზნაურთა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას შეესაბამებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოსტერიტორიული ორგანოს ძირითადი საქმიანობდა საქართველოში საგუბერნიო და სამაზრო მარშლების არჩევით და თავად-აზნაურების წოდებრივი დოკუმენტების განხილვით იფარგლებოდა. თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოსტერიტორიული ორგანოს დაარსებით ცარიზმს სურდა ქართველი [[თავადაზნაურობა]] ერთიან, კონსოლიდირებულ წოდებად ჩამოეყალიბებინა, სოციალურ-პოლიტიკურად რუს მემამული — "პომეშჩიკებთან" გაეთანაბრებინა და თავის სოციალურ და პოლიტიკურ დასაყრდენად ექცია. დასავლეთ საქართველოში თავადაზნაურთა ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა 1851 წელს, [[ქუთაისი|ქუთაისში]].
 
==ლიტერატურა==