წყარო ცოდნისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური მწერლობა თავისი განვითარების შინაგანი ტენდენციების გამო X-XI სს–ში აქტიურად დაინტერესდა "წყარო ცოდნისათი". საქართველოს კულტურულ – იდეოლოგიურ ცხოვრებაში მიმდინარე ტენდენციებით იყო განპირობებული ის ფართო, თითქმის ტატანური შემოქმედებითი და მთარგმნელობითი მოღვაწეობა, რომლესაც ათონის ლიტერატურული სკოლის სახით სათავე დაუდეს [[ეფვთიმე]] და [[გიორგი ]]მთაწმინდელებმა, შემდგომში თვისობრივად ახალ საეხურზე აიყვანეს [[შავი მთის]] სამწერლობო ცენტრებში [[ეფრემ მცირემ]] და [[არსენ იყალთოელმა]], მკვეთრად ჩამოყალიბებული ელინოფილური ტენდენციები მიეცა გელათის ლიერატურული სკოლის მოღვაწეთა მიერ და ბოლოს, დასრულებული სახე მიიღო [[იოანე პეტრიწის]] შემოქმედებაში. Х საუკუნის საქართველოში ერის კულტურულ–სულიერი მოთხოვნილებების, ასევე ბიზანტიასთან კულტურულ–სარწმუნოებრივი თანაზიარობის წყალობით, ყველა პირობა არსებობდა, ეთარგმნათ ისეთი თხზულებები, რომლებიც სანდო, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის პოზიციებიდან დაანახვაბდნენ ერს ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტ არსს, არგუმნეტაციისა და დეფინიცების დონეზე განუმარტავდნენ ამ მოძღვრების თეორიულ საფუძვლებს.
 
"წყარო ცოდნისა" შუა საუკუნეებში ორჯერ ითარგმნა ქართულად: პირველად, [[ეფრემ მცირის]], ხოლო მეორედ –[[არსენ იყალთოელის]] მიერ. ეს ორჯერ თარგმნის ისტორია ძალზედ საყურადღებოა. ცნობილია რომ არსენ იყალთოელს მონაწილეობაც კი მიუღია ეფრემის თარგმანში.ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგნი ხელმეორედ თარგმნის ფაქტს მთარგმნელთა მსოფლმხედველობრივად განსხვავებული პოზიციებით ხსნიან,ნაწილთა შეხედულებით მიზეზები იმ გარემოებაშია, რომ მათ განსხვავებული რედაქციის ბერძნული დედნები ჰქონდათ ხელთ და რაც მთავარია, მიზეზი უნდა ვეძიოთ ეფრემისა და არსენის მთარგმნელობითი მეთოდების განსხვავებაში.
 
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ არსენ იყალთოელმა ეფრემ მცირესთან ადრინდელი თანამშრომლობის მიუხედვად, ხელმეორედ თარგმნა ეს თხზულება, არის ის, რომ არსენ იყალთოელი სარგებლობდა ისეთი ბერძნული ნუსხით, რომელიც რედაქციულად განსხვავდებოდა ეფრემის ბერძნული დედნიდან.
 
მეორე, ასევე არსებითი მიზეზი, მდგომარეობს იმაში, რომ არსენ იყალთოელმა, როგორც ჩანს, დაინახა, რომ ეფრემის თარგმანი ბერძნულ ორიგინალთან სიახლოვის მხრივ, ასევე ტერმინოლოგიურად, საღვთისმეტყველო ტერმინების სიზუსტითა და სისტემურობით, ვერ იდგა იმ სიმაღლეზე, როგორითაც გამოირჩევა მისი, ეფრემის უფრო გვიანდელი თარგმანები. ამ ვითარების გამო არსენ იყალთოელმა აუცილებლად ჩათვალა ხელმეორედ ეთარგმნა "გარდამოცემა" და "დიალექტიკა".
აღსანიშნავია, რომ ტრილოგიის მეორე ნაწილი, – "წვალებათათვის" არ უთარგმნია არც ეფრემს. ეს ძალზედ საყურადღებო ფაქტია, რადგან თავად ბიზანტიურ მწერლობაში დგას წიგნის ამ ნაწილის ავთენტურობის საკითხი. ფაქტია, რომ ქართველი მთარგმნელები ტრილოგიის ამ ნაწილს არ იცნობენ. მითუმეტეს რომ ცნობილია ქართველი მთარგმნელების მთავარი პრინციპი წიგნის მთლიანომის დაურთვევლობაზე.ეფრემი სასტიკი წინააღმდეგია იმისა, რომ წიგნის მთლიანობა დაარღვიონ, მისი ერთი ნაწილი თარგმნონ, მეორე კი უთარგმნელად დატოვონ. არსენიც ამავე პრინციპს იზიარებს, და შეიძლება ითქვას მეტად, ვიდრე ეფრემი. ამიტომაც სრულიად გამორიცხულია მათ არ ეთარგმნათ "წვალებათათვის", იგი დამასკელის "წყარო ცოდნისას" ნაწილად რომ მიეჩნიათ. არც ეფრემი, არც არსენი ამ ნაწილის ავტორად არ თვლიდნენ [[იოანე დამასკელი|იოანე დამასკელს]]. როგორც ჩანს, [[ეფრემ მცირე]], ასევე [[არსენ იყალთოელი]] სარგებლობდნენ "წყარო ცოდნისას" იმ ბერძნული დედნებით, რომლებშიც ტრილოგიის ნაცვლად მხოლოდ ორი ნაწილი – "დიალექტიკა" და "გარდამოცემა" იყო წარმოდგენილი. "წვალებათათვის" წიგნის ავტორად კი [[ეპიფანე კვიპრელი]] იყო მიჩნეული.
 
 
 
=== თარგმნის დრო ===
[[კორნელი კეკელიძე|კორნელი კეკელიძის]] მოსაზრებით, ეფრემ მცირემ "წყარო ცოდნისა" თარგმნა XI ს–ის 90–იან წლებში შავ მთაზე, კასტანას მონასტერში მოღვაწეობის დროს. არსებობს აზრი, რომ ეფრემმა "წყარო ცოდნისა" თარგმნა დიონისე არეოპაგელის შრომების თარგმნის შემდეგ. ეს მოსაზრება ემყარება იმას, რომ "გარდამოცემაზე" დართულ სქოლიოებში ეფრემი იმოწმებს ადგილებს [[დიონისე არეოპაგელი|დიონისე არეოპაგელის]] შრომებიდან. უკანასკნელ წლებში ეფრემ მცირის საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაზე დაკვირვების შედეგად გამოითქვა აზრი, რომ "გარდამოცემა" ეფრემის მიერ უფრო ადრე იქნა თარგმნილი, ვიდრე არეოპაგიკული კორპუსი. არეოპაგისტიკის თარგმანები ეკუთვნის ეფრემ მცირის მოღვაწეობის ბოლო პერიოდს. საფიქრებელია, რომ ეფრემმა დამასკელის "წყარო ცოდნისა" თარგმნა XI ს–ის 80–იან წლებში.
 
რაც შეეხება იყალთოელის თარგმანს, კ.კეკელიძის აზრით, იგი შესრულებულია ეფრემის თარგმნიდან ორი–სამი ათწლეულის შემდეგ. არსენის თარგმანი შესულია მის ცნობილ კრებულ "[[დოგმატიკონი|დოგმატიკონში]]". იგი დასტურდება კრებულის დასაწყისში, მეორე ადგილზე, ანასტასი სინელის "წინამძღუარის" მომდევნოდ. "დოგმატიკონის" შედგენა, კრებულის ანდერძ–მინაწერების მიხედვით, არსენს დაუწყია კონსტანტინოპოლში, მანგანას წმ. გიორგის მონასტერში და დაუმთავრებია საქართველოში, შიო–მღვიმის მონასტერში. საფიქრებელია, რომ "დოგმატიკონის" შედგენის დაწყებას ემთხვეოდეს დასაწყისი სტატიების თარგმნა. ბოლო ქრონოლოგიურ მიჯნად უნდა მივიღოთ 1103 წელი, რადგან როგორც გარკვეულია, რუის–ურბნისის ძეგლისწერა ერთ–ერთ წყაროდ იყენებს "დოგმატიკონის" სტატიებს.
 
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საფიქრებელია, რომ არსენმა "წყარო ცოდნისა" თარგმნა XI საუკუნის ბოლო ათეულში.
=== ქართული თარგმნის თავისებურებანი ===
ეფრემისა და არსენის თარგმანების შედარებისას პირველი, რაც თვალში ხვდება მკითხველს, არის ის დიდი სიახლოვე, რაც მათ შორის არსებობს. მთელი რიგი ადგილები სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთმანეთს. როგორც ჩანს, არსენ იყალთოელმა, რომელიც მონაწილეობდა ეფრემის თარგმანში, ზოგი ადგილი შემდგომ სიტყვა–სიტყვით გადაიტანა თავის თარგმანში.
 
მიუხედავად ასეთი თანმხვედრი ადგილებისა, ეფრემის და არსენის თარგმანები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგჯერ ეფრემის თარგმანში დასტურდება ორიგინალთან შედარებით გავრცობილი ან შემოკლებული ადგილები, ზოგჯერ არსენის თარგმანშია ანალოგიური ვითარება.
 
გარდა ტექსტობრივი წაკითხვისა, ქართული თარგმანები ბერძნული ორიგინალისგან სხვაობენ ზოგიერთი თავისა და ქვეთავის სათაურებით. ზოგჯერ თარგმანებში არ არის დედნის ტექსტში არსებული ქვეთავები და პირიქით, დედნის ესა თუ ის თავი ცალ–ცალკე ქვეთავებად არის დაყოფილი.
 
თარგმანებსა და ორიგინალის ტექსტს შორის არსებული განსხვავებანი შიძლება ნაწილობრივ მთარგმნელთა ინიცატივას მივაწეროთ. ამ მხრივ ეფრემ მცირე მეტ თავისუფლებას იჩენს სათარგმნი ორიგინალის მიმართ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელის მთარგმნელობით პრინციპებს: ზედმიწევნითი სიახლოვით გადმოიღონ ქართულად ორიგინალის ტექსტი, უნდა ვიფიქროთ, რომ თარგმანებში არსებულ განსხვავებათა უმრავლესობა ახასიათებდა იმ ბერძნულ ნუსხებს, რომლითაც ისარგებლეს ქართველმა მთარგმნელებმა.
 
აშკარაა, რომ ეფრემისა და არსენის თარგმანების სახით დაცულია იოანე დამსაკელის "გარდამოცემის" ისეთი რედაქცია, რომელიც ბერძნული ტექსტის გამოცემებში გათვალისწინებული არაა. ეს გარემოება განუზომლად ზრდის ქართული თარგმანების მნიშვნელობას ბერძნული ორიგინალის კვლევის ისტორიისათვის.
=== ხელნაწერები ===
"გარდამოცემის" ეფრემ მცირესეული თარგმანის ტექსტი ერთადერთი ხელნაწერით არის მოღწეული. ეს არის A-24 ხელნაწერი, რომელიც XII საუკუნისაა. ხელნაწერი წარმოადგენს კრებულს, რომელშიც დასტურდება ეფრემ მცირის მიერ შესრულებული თარგმანები. ხელნაწერში მრავლად დასტურდება არშიებზე გადატანილი სქოლიოები. დასტურდება სქემებიც. ხელნაწერს აშკარად ეტყობა რედაქტორ–გადამწერის საქმიანობის კვალი. გადაწერის მომენტში მექანიკურად გამოტოვებული სიტყვები და წინადადებები აღდგენილია არშიებზე, ტექსტში სათანადო ადგილები ტექნიკური ნიშნებით არის მითითებული.
 
"გარდამოცემის" არსენ იყალთოელის თარგმანები დასტურდება შემდეგ ნუსხებში:
S ფონდის 162(1740 წ.), 358(1735 წ.), 1463(XII ს.), 2574(XIII-XIV სს.), 2744 (XIX ს.),4579(XIX ს.)
А ფონდის 66(XVIII ს.), 157(XVIII ს.), 1346(1737 წ.)
H ფონდის 147(XIII ს.). ამ უკანასკნელ ნუსხაში დაცულია მხოლოდ ზანდუკი და ეპისტოლე კოზმა მაიუმელს.
 
=== თანამედროვე ქართული თარგმანი ===
იოანე დამასკელის "გარდამოცემა" თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობის მიერ 2000 წელს.წიგნის პირველ ნაწილში შესულია ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელის თარგმანები,რომლესაც შესავალი დაურთო მაია რაფავამ.წიგნის მეორე ნაწილი კი წარმოადგენს თარგმანს თანამედროვე ქართულ ენაზე. თარგმანში გათვალისწინებულია როგორც ძველი ბერძნული ორიგინალის ტექსტი, ასევე ძველქართული და რუსული თარგმანები. თარგმანის ავტორია ედიშერ ჭელიძე, რომლის მნიშვნელობაზეც თავად მთარგმნელი მის მიერვე დართულ შესავალში საუბრობს:
 
"ძველი ქართული საღვთისმეტყველო ენა თანამედროვე მკითხველისთვის საწვდომი არ არის, რის გამოც ეკლესიურ მოძღვრებას დაწაფებული „კეთილმოსწავლე“ იძულებული ხდება მიმართოს უცხო ენას, კერძოდ რუსულს და ამ ენაზე არსებული თარგმანებით იხელმძღვახელოს. ეს პროცესი რამდენიმე კუთხით არის არასახარბიელო: (I) ხდება მოწყვეტა იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისგან, რაც უდიდესი სულიერი ღვაწლით დააფუძნეს ჩვენმა საღვთო წინაპრებმა; (II) უმრავლეს შემთხვევაში მცდარად გაიგება რუსულენოვანი საღვთისმეტყველო ტექსტები, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სამოძღვრო გაუკუღმართებათა წარმოქმნას; (III) რუსული თარგმანები (ყოველ შემთხვევაში, ის თარგმანები მაინც, რომელთა შესწავლის საშუალებაც ჩვენ გვქონდა) არ არის დაზღვეული თავისუფალი, ორიგინალთან ტერმინოლოგიურად და აზრობრივად არაადეკვატური, მთარგმნელის მიერ თავისებურად გააზრებული, ამა თუ იმ შემთხვეეაში კი არსებითი ცვლილებების შემცველი და უაღრესად მცდარი ადგილებისგან, რაც მკითხველს ზოგჯერ ავალდებულებს აუცილებელ სიფრთხილეს. (IV) ყველაზე მძიმე შედეგა მაინც ისაა, რომ ძველი ქართულისა და ძველი ბერძნულის სანაცვლოდ რუსულზე ორიენტირება განაპირობებს თანამედროვე ქართული ენის საღვთისმეტყველო ცხოველმყოფელობის გაფერმკრთალებას, მისთვის არსობრივად განმასულიერებელი წყაროების გადაკეტვას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდაა ცნობილი ის მდიდარი საეკლესიო ლიტერატურა, რაც რუსულ ენაზე შეიქმნა და ამ ლიტერატურას მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია ყველასთვის, ვინც ღირსეულად იცის ეს ენა, მაგრამ, ამავე დროს, უთუოდ უნდა გვახსოვდეს: ქართველი მკითხველისათვის არსებობს საეკლესიო ღვთისმეტყველების ორი გასაღები. ესენია ძველი ქართული და ძველი ბერძნული ენები. პირველი მათგანის დაუფლებით ჩვენს წინაშე იხსნება და მისაწვდომი ხდება ის საღვთო საუნჯე, რაც უდიდეს ქართველ მთარგმნელ-ღვთისმეტყველთა ზეადამიანური შრომითა და ძალისხმევით შეიქმნა (ამ ძალისხმევის დასადასტურებლად კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ თუნდაც წმ. არსენის ზემოციტირებული სიტყვები). ამასთან, ძველი ქართული საუნჯის შეთვისებით პირდაპირი გზა გვეხსნება მეორისკენ, თავადი წყაროსკენ, ბერძნულენოვანი საღვთისმეტყველო წიაღისკენ, რაც არათუ აუქმებს პირველს, არამედ, პირიქით, გაცილებით მეტ ღირსებას სძენს მას. აღნიშნული ორი გასაღების საფუძველზე უნდა შეიქმნეს მესამე გასაღებიც, მკვიდრად და ბუნებითად დაფუძნებული ზემორე ორზე: თანამედროვე ქართული საღვთისმეტყველო ენა. ეს არის ზეამოცანა ამჟამინდელი თაობებისა, რისი განხორციელების დროსაც ყველა სხვა ენას (მათ შორის, რუსულს) უთუოდ ეკისრება დამხმარე ფუნქცია, მაგრამ ძირითადი და პირველადი მნიშვნელობისა, კვლავ აღვნიშნავთ, მხოლოდ ორია: ძველი ქართული და ძველი ბერძნული."
== ლიტერატურა ==
1.მართლმადიდებელ მამათა შრომები, Iტ, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა5–17გვ,თბილისი, 2000
 
2. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I,თბილისი, 1960
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წყარო_ცოდნისა“-დან