თბილისის დემონსტრაციები (1978): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''დემონსტრაციები თბილისში''' [[1978]] წლის [[14 აპრილი|14 აპრილს]] ჩატარდა [[საქართველოს კომუნისტური პარტია|საქართველოს კომუნისტური პარტიის]] მიერ [[ქართული ენა|ქართული ენის]] კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ [[საქართველოს სსრ]] უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგად შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი გახდა. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] მიერ [[მოსკოვი]]ს ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად მიღებულ იქნა ნებართვა შეენარჩუნებინათ ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუტი.
 
ყველაფერი ისე მიდიოდა რომ შეტაკება გარდაუვალი უნდა გამხდარიყო, აქციაში ჩართული მარვალი სტუდენტი ღისეუალდ და მონდომებით ცდილობადა დედა ენის შენარჩუნებას, ეს ყველაფერი კარგად აისახა ჩველნსჩვენს მომავლზე.
 
საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია [[აფხაზეთის ასსრ|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში]], სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული [[ნაციონალიზმი]]ს წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან [[რსფსრ|რუსეთის ფედერაციის]] დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყოფილ იქნა, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დათმობა მაინც გაკეთდა.