სხალტბის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

+ლიტერატურა
(სხალტბა (ძეგლი) გადატანილია სხალტბა (ტაძარი)-ზე: დაზუსტება)
(+ლიტერატურა)
''' სხალტბა''' – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - აგურით ნაგები ერთნავიანი [[ეკლესია]], რომელიც დგას [[მცხეთის მუნიციპალიტეტი]]ს [[სხალტბა (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|სოფ. სხალტბის]] დასავლეთით. სამხრეთი კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია [[1669]] აუშენებია ივანე ზედგინიძის ძეს [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცეს]] შიოშსა და მის მეუღლეს თამარს. სამხრეთ კარიბჭის ერთ-ერთი სვეტის წარწერაში მოხსენიებულია ოსტატი [[სარქარი]] მელქან ფურცხვანიძე. ეკლესიის სამხრეთით ფასადის მხარეს მიშენებული აქვს 4 ისრული [[თაღი|თაღით]] გახსნილი [[კარიბჭე]], რომლის 3 რვაწახნაგა ბოძი შემკულია ჩუქურთმებით და ჯვრებით. მოჩუქურთმებულია აგრეთვე ლავგარდანიც. ეკლესია შიგნით სადაა, თაღები და გადამხური [[კამარა]] ისრული ფორმისაა, რაც გვიანდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. [[თამარი|თამარ]] მეფის დროს ([[1202]]) სხალტბიდან [[შიომღვიმე|შიომღვიმის]] მონასტრისათვის გაიყვანეს [[შიომღვიმის წყალსადენი|წყალსადენი]], რომელიც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკის ნაგებობას წარმოადგენდა.
==ლიტერატურა==
 
*ქსე, ტ. 9, გვ. 628, თბ., 1985