ლობიო: განსხვავება გადახედვებს შორის

437 ბაიტი წაიშალა ,  9 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ლობიოს ბევრი სახეობის სამშობლოა [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური]] და [[სამხრეთი ამერიკა]]. ჩვეულებრივი ლობიო ამერიკიდან [[ევროპა]]ში შემოიტანეს XVI საუკუნეში. [[რუსეთი|რუსეთში]] მისი მოყვანა XVIII საუკუნის დამდეგიდან დაიწყეს. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, [[გურია]]სა და [[სამეგრელო]]ში ლობიო XVI საუკუნიდანაა კულტივირებული. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მოგვიანებით გავრცელდა. ლობიოს [[საქართველო]]ში უკავია — 11,3 ათასი ჰა ფართობი (1979), იგი სამარცვლე პარკოსანთა შორის პირველ ადგილზეა. მაღალმთიანი ზონის გარდა ყველგან მოჰყავთ. დარაიონებული ჯიშებია: წითელი, ინდური, ლიახვი, ჩიტიკვერცხა, ბერპი, ცანავა — 3 და სხვა. ლობიოს ყველაზე მეტად აზიანებენ ლობიოსა და ბარდის მემარცვლიები; დაავადებიდან ანთრაკნოზი და ბაქტერიოზი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://vinoge.com/samzareulo/bostneulifxaleuli/lobio-yvelas-mjobio ლობიო და ქართული კულინარია]
* [http://vinoge.com/samzareulo/bostneuli/fxaleuli/amolesili-lobio ამოლესილი ლობიო]
* [http://vinoge.com/search/node/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D ლობიო vinoge.com-ზე]
 
==ლიტერატურა==