ვატერლოოს ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
 
'''ვატერლოოს ბრძოლა''' მოხდა ქალაქ [[ვატერლოო]]სთან (Waterloo, გამოითქმის [watəʀˈloː]) [[ბელგია]]ში 1815 წლის 18 ივნისს და [[ნაპოლეონ ბონაპარტი]]ს ბოლო ბრძოლა იყო. ვატერლოოთი დასრულდა პერიოდი, ცნობილი როგორც "[[ასი დღე]]", რომელიც დაიწყო 1815 წლის მარტში ნაპოლეონის [[ელბა]]დან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის თავს აფარებდა 1813 წელს [[ლაიპციგის ბრძოლა]]სა და 1814 წელს საფრანგეთის კამპანიაში დამარცხების შემდეგ. ამ დამარცხებამ ბოლო მოუღო ნაპოლეონის იმპერატორობას [[საფრანგეთი|საფრანგეთში]].
 
1799 წლის 9 ნოემბერს მომხდარმა 18 ბრიუმერის გადატრიალებამ საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა ადამიანს, ნაპოლეონ ბონაპარტს, რომრლიც გამოირჩეოდა ამბიციებით, სარდლობის დიდი ნიჭითა, ძალაუფლების და ომის სიყვარულით. ამ დროს ძველი ევროპა იმყოფებოდა სრულ დეზორგანიზაზიაში: მთავრობები სრულიად უმოქმედონი იყვნენ ერთობლივი მოქმედებებისათვის და მზად იყვნენ მხოლოდ საკუთარი თავის სასარგებლოდ წასულიყვნენ ნებისმიერ ქმედებაზე. ყველგან მოქმედებდა დრომოჭმული, ძველი წესები: ადმინისტრაციაშიც, ფინანსებშიც და ჯარშიც. ამ წესების არაეფექტურობამ თავი იჩინა საფრანგეთთან პირველიუვე სერიოზული შეტაკების დროს. ყველაფერმა ამან ნაპოლეონი გახადა ევროპული მატერიკის მონარქი. ნაპოლეონმა დაიწყო ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლა, ეგვიპტეში და სირიაში ექსპედიციის დროს ის აწყობდა გეგმებს აღმოსავლეთის შესახებ, ის ოცნებობდა რუსეთის იმპერატორთან ერთად ინგლისელების ინდოეთიდან გამოდევნაზე. ნაპოლეონმა საფრანგეთი იზოლაციაში მოაქცია. მის წინააღმდეგ ამოქმედდა ევროპელ მონარქთა კოალიცია, რომელიც მყარი არ აღმოჩნდა - მოკავშირეები ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ.
ნაპოლეონის ომები, ამ სახელითაა ცნობილი ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ის მეთაურობით.
ვატერლოოს ბრძოლა
ბრძოლა ვატერლოოსთან იყო XIX საუკუნის უდიდესი მხედართმთავრის, ფრანგთა იმპერატორ ნაპოლეონ I ბონაპარტის უკანასკნელი დიდი ბრძოლა. ეს იყო მისი კიდევ ერთი ცდა, დაებრუნებინა ძალაუფლება, რომელიც მან დაკარგა ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოების კოალიციის წინააღმდეგ ბრძოლების დროს. ამჟამად მის წინააღმდეგ გამოვიდა ევროპელ მონარქთა მეშვიდე კოალიცია.
სად მდებარეობს ვატერლოო?
ვატერლოო მდებარეობს თანამედროვე ბელგიის ტერიტორიაზე, ბრიუსელიდან დიდი გზის მეოცე კილომეტრზე. იმ დროისათვის ეს ადგილები ეკუთვნოდა ნიდერლანდების სამეფოს. ეს ბრძოლა მოხდა 1815 წლის 18 ივნისს.
ბრძოლის წინაისტორია
ნაპოლეონის პარიზში დაბრუნებამდე მოკავშირეებმა იგი არაკანონიერად გამოპაცხადეს და დაიწყეს არმიების მობილიზირება მის წინააღმდეგ. ნაპოლეონმა იცოდა ეს და 10 ივნისისათვის მან შეძლო 198 000 კაცის შეგროვება, მათგან მხოლოდ 128 000-ის გამოყვანა იყო შესაძლებელი მოკავშირეთა 700 000 - იანი არმიის წინააღმდეგ, რომელთა რიცხვი შეიძლება 1 000 000-მდე გაზრდილიყო. ნაპოლეონს გამარჯვების მხოლოდ ერთადერთი შანსი ჰქონდა - როგორმე შეეშალა ხელი მოწინააღმდეგე მოკავშირეთა არმიის გაერთიანებისათვის, მათ სრულ გაერთიანებამდე. შესაბამისად ამიტომ მან გადაწყვიტა გაენადგურებინა მტერი ნაწილ-ნაწილ. 14 ივნისს ნაპოლეონი დაიძრა ბელგიისაკენ და თავს დაესხა ფონ ბლიუხერის არმიას. ნაპოლეონის არმიის მდგომარეობა გართულდა გენერალ ბურმონის ღალატის გამო, ის პრუსიელებთან გაიქცა. 15 ივნისს ნაპოლეონმა მარშალი ნეი გააგზავნა კარტ-ბრასკენ ჰერცოგ უელინგტონის შეტევის შესაჩერებლად, თვითონ კი თავს დაესხა ლაინთან ფონ ბლიუხერის ჯარს. ამ შეტაკების დროს ბლიუხერის ჯარი დამარცხდა, მაგრამ პირველი ფრანგული კორპუსის აქ შეჩერებამ გადაარჩინა პრუსიელი არმია განადგურებისაგან. 17 ივნისს ფრანგების არმია შეჩერდა შესასვენებლად. ნაპოლეონმა მარშალ ემანულე დე გრუშს გადასცა 36 000 კაციანი ჯარი და უბრძანა დასდევნებოდა ბლიუხერს, რომელიც უკუიქცა გაურკვეველი მიმართულებით. თვითონ ნაპოლეონი კი დაიძრა ჩრდილოეთისაკენ, ბრიუსელისაკენ, თუმცა არ გაუფრთხილებია ამის შესახებ გრუში. ინგლისელთა არმიამ დაიკავა პოზიციები ბრიუსელიდან 22 კილომეტრის დაშორებით, პლატო მონ-სენ-ჟანზე.
ბრძოლის მიმდინარეობა
ლაინთან შეტაკებისა და კარტ-ბრასთან ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონმა ჩათვალა, რომ ის საკმაოდ დაცულია მარშალ გრუშის მიერ მდინარე მაასისკენ განდევნილი პრუსიელების თავდასხმისგან. მან გადაწყვიტა გამოეყენებინა მოკავშირეთა ეს მდგომარეობა და დაემარცხებინა უელინგტონის არმია პრუსიელებთან გაერთიანებამდე. უელინგტონის არმია შედგებოდა ინგლისელების, ჰოლანდიელების, ბრაუნშვაიგების (გერმანია) და ჰანოვერებისგან (გერმანია).უელინგტონმა მიიღო ბლიუხერის შეტყობინება, რომ ის მას შეუერთდებოდა მეორე დღეს თავისი არმიით, მაშინვე მოაწესრიგა კარტ-ბრასთან პოზიციები და გადაწყვიტა ძირითადი დარტყმა ვატერლოოსთან, მერბ-ბრენის დასახლებიდან ლა ვალეტის ფერმამდე.
ჰუგუმონტი
უელინგტონი თავის პატაკში წერდა, რომ ჰუგუმონტზე ფრანგების შეტევა დაიწყო 10:00 საათზე, სხვა მონაცემებით ის დაწყებულა 11:30 საათზე. როგორც ისტორიკოსი - ენდრიუ რობერტსი წერდა, ვატერლოოს ბრძოლის ერთ-ერთი კურიოზი ის იყო, რომ ვერავინ ვერ დაასახელა ბრძოლის დაწყების ზუსტი დრო.
შეტაკება დაიწყო ფრანგების მიერ ციხესიმაგრე ჰუგუმონტთან. ამ ციხესიმაგრესა და მის გარშემო ტყეს იცავდნენ ინგლისელი გვარდიელები, ჰანოვერი ეჰერები და ნასაუსები. ეს იყო ყურადღების გაფანტვის ცდა, მაგრამ უელინგტონმა არ გაუშვა იქ ჯარი.
ფრანგები მთელი დღე უტევდნენ ამ ციხე-სიმაგრეს და დიდი დანაკარგი განიცადეს. ჰუგუმონტზე შეტევა განახორციელეს რეილიის კორპუსმა - ჯერომ ბონაპარტეს დივიზიამ, ფუამ და ბაშლიუმ. მათ შეძლეს ტყის აღება. უელინგტონმა გამოიყვანა ტყიდან ჰანოვერები და ჰასაუსები და 6 ნაწილით გააძლიერა ციხე-სიმაგრის დაცვა, თვითონ კი ცენტრისკენ დაბრუნდა. ფრანგებს ეგონათ, რომ უელინგტონი დიდი ძალას გამოიყენებდა ამ ციხე-სიმაგრისათვის, მაგრამ ასე არ მოხდა. ამასობაში ჯერონ ბონაპარტე უნებართვოდ გადავიდა ციხესიმაგრის შეტევაზე, არადა მარშალმა რეილმა რამდენჯერმე უბრძანა შეეწყვიტა ბრძოლა. ეს შეტევა ინგლისელთა მცირერიცხოვან გარნიზონზე ძალიან ძვირად დაუჯდათ ფრანგებს - მათ დიდი დანაკარგი განიცადეს - როგორც ადამიანთა დანაკარგში, ასევე დროში.
ფრანგული ქვეითი არმიის პირველი შეტევა
ცენტრის მიერ პირველი თავდასხმის დაწყების შესახებაც არაზუსტი იმფორმაცია გვაქვს: ლორდ ჰილი, რომელიც იყო მეორე კორპუსის მეთაური წერდა, რომ ეს ბრძოლა დაიწყო 11:30-ზე, სხვა მონცემით - 13:30, ხოლო ედით საუნდრესი წერდა, რომ დაიწყო დაახლოებით 2:00 -ზე.
ამ დროისათვის ნაპოლეონმა შეამჩნია, რომ ჰორიზონტზე, შაპელ-სენ- ლამბერთან, გამჩნდა პრუსიელთა არმია, რომელსაც ფრედრიხ ბიულოვი მიუძღოდა, რაც დადასტურდა პრუსიელი ტყვე ჯარისკაცის მიერაც. ნაპოლეონს 2-3 საათი ჰქონდა, სანამ პრუსიელები შეუერთებოდნენ ინგლისელებს. მან ბიულოვის წინააღმდეგ გაგზავნა 10 000 კაცი (VI კორპუსი) ლობაუს მეთაურობით. მას დარჩა 64 000 ჯარისკაცი უელინგტონის 67 660 ჯარისკაცის წინააღმდეგ, თუმცა ნაპოლეონი თვლიდა, რომ მას ჰქონდა გამარჯვების შანსი.
ნაპოლეონმა მძლავრად დაბომბა მოწინააღმდეგის პოზიცია, თუმცა ფრანგული დაბომბვის შედეგი არ იყო დიდი, რადგან ნაწვიმარმა მიწამ ხელი შეუშალა ბომბების აფეთქებას. ეს ვერსია შემდგომში ექსპერიმენტითაც დადასტურდა.
ამ დაბომბვის შემდეგ 1 600 კაცი გადავიდა შეტევაზე, მათ ხელმძღვანელობდნენ გენერლები: კიო, დონზელო, მარკონიე და დიურიუტა. ყველა გენერალმა, დიურიუტას გარდა ბრძოლის ძველებური მეთოდი - მჭიდრო წყობა გამოიყენეს, რამაც ხელი შეუშალა მათ პოზიციების გადაწყობაში და საერთოდ გაურთულდათ შეტევა. ნაპოლეონი ხედავდა ამ სიტუაციას, მაგრამ თავისი რაღაც მოსაზრების გამო, არ გაუცია სხვა ბრძანება. გენერალ კიოს დივიზია მიდიოდა პირველი. მან განახორციელა პირველი შეტევა. ლაესენტის ბაღების დამცველებმა დაიხიეს უკან შენობაში, როცა ფრანგები მათ მთელი ძალით დაესხნენ თავს. მაშინ კიო შეეცადა აეღო ფერმა მაგრამ ლა ესენტი გარშემორტყმული იყო ქვის კედლით და ბრიუსელის გზაზე კი არ იყო ზარბაზნები. ასე რომ შენობაში მყოფნი წარმატებით იგერიებდნენ მტერს.
დაახლოებით 13:30 -ზე დერლონმა გააგზავნა დაჩენილი 3 დივიზია (14 000 კაცი ფრონტზე 1 კმ-ში). უელინგტონის მარცხენა ფლანგის წინააღმდეგ. მათ დაუპირისპირდა 6 000 ჯარისკაცი: ვან ბილლანტის II ჰოლანდიური დივიზია და ტომას პიკტონის ანგლო-ჰანოვერული რაზმი, რომლებიც იდგნენ უღელტეხილის უკან. ფრანგების შეტევამ დასცა ვან ბილანდტის დივიზია, რომელმაც თითქმის ყველა ოფიცერი დაკარგა და დატოვა ბრძოლის ველი. ფრანგები ავიდნენ უღელტეხილზე, სადაც პინქტონის ჯარისკაცების ცეცხლის ქვეშ მოექცნენ, თუმცა გაუძლეს და უპასუხეს კონტრშეტევით. ველინგტონის მარცხენა ფლანგი დაცემასთან ახლოს იყო: პინქტონი დაიღუპა და მისი ჯარის ნაწილები ნელ-ნელა უკან იხევდნენ. ფრანგების მარჯვნიდან შემოტევა ავიწროვებდა პრინც ბერნანდის ჯარებს პაპელოტის ფერმის მისადგომთან. როცა დიურიურტემ თითქმის განდევნა ჰანოვერები, გამოჩნდა ბრიტანელეიბის მზიმე კავალერია.
ინგლისელთა მძიმე კავალერიის შეტევა
როცა ბრიტანელი ქვეითი ჯარი უკანასკნელი ძალებით ებრძოდა ფრანგებს, ამ დროს გრაფმა ექსბრიჯმა ბრძოლაში ჩართო კირასირთა ბრიგაები: ედუარდ საროსეტისა და უილიამ პანსომბის მეთაურობით. მათი ოფიციალური რაოდენობა იყო 2 651, სინამდვილეში კი 2 000. ბრიუსელის გზის დასავლეთ მხარეს სომერესტის ბრიგადა თავს დაესხა და განდევნა ტრევერის კირასირები.ხოლო გზის აღმოსავლეთ მხარეს პონსომბის ბრიგადამ შეუტია ფრანგ ქვეითებს. ისინი უკუიქცნენ და დაკარგეს 3 000 ტყვე. მხოლოდ დიურურტას დივიზიამ შეძლო გადაწყობილიყვნენ კარედ და მოეგერიებინათშოტლანდიელები. ფრანგები ლე-ესენტიდან უკუ სვლით მიდიოდნენ პაპელოტისაკენ. პანსომბის ბრიგადა წარმატებამ მოხიბლა თითქმის უკონტროლო დაედევნა ფრანგულ ბატარეებს. მიუხედავად სხვა ოფიცრების გაფრთხილებისა ისინი უმოწყალოდ ჩეხდნენ ჯარისკაცებს და ხიშტზე აგებდნენ ცხენებს. მაგრამ მათ მსუბუქ კავალერიის რაზმმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ისინი არეულად უკან იქცნენ ბრიტანული პოზიციებისკენ.
ნაპოლეონმა ფარინეს და ტრევერის კირასირთა ბრიგადების კონტრშეტევაზე გაგზავნა ჯაკინოს ხელმძღვანელობით ორი პოლკი მსუბუქი კავალერიისა. ბრიტანელთა კავალერიამ დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა არავის დაუთვლია ეს: დაიღუპა უილიამ პონსომბი, პოლკოვნიკი ფულერი. პირველმა ლეიბ-გვარდიელებმა მარჯვენა ფლანგზე შეტევისას შეინარჩუნეს წყობა, ამიტო არც ისე დაზარალდნენ. ბრიტანელთა და ჰოლანდიელთა კონტრშეტევამ მარცხენა ფლანგზე და ჰოლანდიელ კარაბინიერთა რაზმისა ცენტრზე აიძულა ფრანგები, დაბრუნებულიყვნენ საწყის პოზიციებზე.
ამ შეტევაში მკონაწილეობას იღებდა საშუაალო სიძლიერის 20 000 კაცი. ფრანგებმა დაკარგეს 3000 ტყვედ და რაც მთავარია უძვირფასესი დრო - პრუსიელთა არმია უკვე ძალიან ახლოს იყო.
ფრანგული კავალერიის შეტევა
16 საათისთვის ნეიმ უელინგტონის არმიის ცენტრში გადაადგილებები შეამჩნია, რომელიც მან უკან დახევად მიიჩნია. დღემდე უცნობია და გაუგებარია, თუ რატომ მიირეს ინგლისელების ეს მანერვები უკან დახევად. ნეიმ მიიღო გადაწყვეტილება, იერში აეღო ცენტრზე, მაგრამ მას თითქმის აღარ ჰყავდა ქვეითი ჯარი, როგორც წესი კავალერიას აუცილებლად უნდა ჰყოლოდა ქვეითის თანადგომა ბრძოლაში. მაშინ ნეიმ გადაწყვიტა უელინგტონის ცენტრზე მხოლოდ კავალერიით მიეტანა იერიში. და დრემდე უცნობია რატომ.ინგლისელებიც კი დარჩნენ გაკვირვებულები, კავალერია იყო გაგზავნილი იქ, სადაც ვერ იბრძოლა ქვეითმა. ამ შეტევაში მონაწილეობა მიიღო მიიოს კირასიულმა კორპუსმა კორპუსმა და საიმპერატორო გვარდიის მსუბუქი კავალერიის დივიზიონმა - ლეფეევრ დანუეტას წინამძღოლობით. სულ 4 800 კაცი.მოგვიანებით დაემატა კალერმანის და ჰიიოს კორპუსი. სულ გახდა 9 000 ცხენოსანი ანუ 67 ესკადრონი. ეს შეტევა იყო აშკარა შეცდომა, რაშიც შემდგომშინაპოლეონი ადანაშაულებდა ხან ნეის და ხან მიიოს. ამ დროს - 16:00 -სთვის ბიულონის განაყოფებმა ჰილერისა და ფონ ლოსტხინის ხლმძღვანელობით და პრინც უილჰემის პრუსიელთა კავალერიის ნაწილმა გადაკვეთეს მდინარე ლანის ველი და მიუახლოვდნენ პარიზის ტყეს. უელინგტონის რახმები უცებ გადაეწყვნენ კარედ. ერთი ბატალიონის (500 კაცი) კარე არ უნდა ყოფილიყო 18 მეტრზე გრძელი. კირასირები წამოვიდნენ ნელი სვლით. ჰალკეტის პოზიციების წინ მდებარე ბატარეებმა გახსნეს ცეცხლი 40 ნაბიჯის სიახლოვეზე. თითქმის ნახევაზე მეტი მოწინავე ესკადრონი დაანადგურერს. ესკადრონი შეიჭრა უელინგტონის პოზიციებზა, მაგრამ ვერ შეძლეს კარეს გარღვევა. მათ წაართვეს საბრძოლო იარაღი და მიაყენეს დიდი ზარალი. ამის შემდეგ გრაფ ექსბრიჯის კონტრშეტევით აიძულეს კავალერია უკუქცეულიყო. მათ დაიხიეს უკან ველისაკენ, სადაც გრაფმა ნეიმ გადააწყო ისინი და წამოიყვანა ახალ შეტევაზე. ამ დროს გაისმა პრუსიელთა სროლის ხმა, მოვიდა ბიულოვი. ნეის მეორე შეტევამ შეარყია მეტოქის ძალები. ქვეითებმა დაყარეს იარაღი და უკუიქცნენ. კირასირებმა ისევ შეაფარეს თავი პოზიციის ცენტრს. ამ დროს ნაპოლეონმა გაგზავნა უკანასკნელი რეზერვი კავალერიისა - კელერმანისა და ჰიიოს კავალერიები. ახლა უკვე 9 000 ცხენოსან გადავიდა მესამე შეტევაზე. მათ დახვდათ მერსერის შოტლანდიური ბატარეა. მანაც მიირო ბრძანება დაეტოვებინა ზარბაზნები.და დაეხია ბრაუნშვაიგის ქვეითებისაკენ, მაგრამ მერსერმა გადაწყვიტა, რომ ქვეითები ვერ გაუძლებდნენ შეტევას და განაგრძეს ბრძოლა. ფაქტიურად ამ ერთმა განაყოფმა მოიგერია ფრანგი კავალერიის მეორე შეტევა.
ფრანგთა კავალერია გადაეწყო და გადავიდნენ მესამე შეტევაზე.
შემდეგ ომში მერსერი იხსენებდა: ეს იყო ნამდვილად დიდებული და შთამბეჭდავი სანახაობა. კავალერისტები ისევ მოექცნენ ალტილერიის ცეცხლის ქვეშ. იმდენად დიდი იყო დანაკარგი, რომ დაღუპულთა ცხედრები არ აძლევდნენ ცოცხლად დარჩენილებს გადაადგილების საშუალებას. შეტევა „სისხლში იხრჩობოდა“. უელინგტონის რიგებიდან ნიდერლანდების კავ-ბრიგადამ, ტრიპის მეთაურონბით და ჰანოვერების პოლკმა მიატოვეს ბრძოლა და ბრიუსელისაკენ იბრუნეს პირი, თან გზადაგზა პანიკას თესდნენ. ნეიმ დაკარგა რამდენიმე ოფიცერი და ცხენი. უელინგტონის დანაკარგიც საკმაოდ სერიოზული იყო. ორივე მხარის კავალერია პრაკტიკულად ბრძოლის უუნარო იყო. ყველასთვის გასაკვირველად ამ შეტევის დროს ფრანგებმა მაინც შეძლეს მოწინააღმდეგის 5-6 დროშის დაუფლება. ინგლისელთა რამდენიმე კარე იყო სრულიად აჩეხილი. დაახლოებით 18:00-სთვის შეტევა დასრულდა.
ბიულოვის პლანშენუასთან გამოჩენისა და კავალერიის სრული განადგურების შემდეგ ნაპოლეონს წესით უნდა დაეხია უკან, მაგრამ მიუხედავად ამისა მან უბრძანა ნეის ფერმა ფერმა ლა ესენტის შეტევაზე გადასულიყო, რომელიც უელინგტონის არმიის ცენტრში იყო. ნეი დანზელოს დივიზიასთან ერთად დაიძრა ფერმისაკენ. ფერმას იცავდა მაიორი ბარინგი 378 კაცით. უელინგტონის უყურადღებობის გამო მას დაავიწყდა ამ ფერმის დაცვის გაძლიერება. ფრანგებმა ნაჯახებით გატეხეს ჭიშკარი, შეიჭრნენ ფერმაში და თითქმის მთელი გარნიზონი. გადარჩა მხოლოს 44 კაცი. ნაპოლეონმა სასწრაფოდ უბრძანა ფერმისკენ გადაეყვანათ არტილერია. ასე დაკარგა უელინგტონმა მნიშვნელოვანი პოზიცია თავისი არმიის ცენტრში.
ამ დროისათვის დიურიუტემ გამოდევნა პრინცი ბერნანდი პაპელოთის ფერმიდან.
პრუსიელთა მეოთხე კორპუსის მოსვლა
დილის 11:00 საათზე ბლიუხერი დაიძრა ვავრიდან ძნელად სასიარულო გზებით ვატერლოოსკენ. გრუშიმ ვალენში ყოფნისას 11:30-ზე გაიგო პირველი გასროლის ხმები - ეს იყო ჰუგუმონტზე შეტევა. გრუშიმ ივარაუდა, რომ ეს უელინგტონის ჯარისკაცები ისვრიან და არ გადადო ვავრზე შეტევა. მას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ის დარწმუნებული იყო თავისი ქმედების სისწორეში და თან არ იცოდა თუ რას აპირებდა ამ დროისთვის ნაპოლეონი. შუა დღისას ბიულოვი იმყოფებოდა შაპელ-სენ-ლამდერში. ციტენი მიემართებოდა თითქმის იგივე გზით - ვავრიდან ოენში. დაახლოებიღ 13:00 საათზე ბლიუხერი უკვე იყო შაპელ-სენ-ლაბერში და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაიძრა პლანშენუასკენ ჭაობიანი გზით. 16:00 ზე გრუში მიუახლოვდა ვავრს და მიიღო ნაპოლეონის მიერ დილის 10 საათზე გამოგზავნილი წერილი, რომელშიც მის ვავრზე სვლას ნაპოლეონი დადებითად აფასებდა. გრუში დარწმუნდა, რომ მისი და ნაპოლეონის გეგმები ერთმანეთს ემთხვეოდა. დაიწყო სროლები ვავრთან. დომინიკე ვანდამი შეეჯახა ტილმანის კორპუსს. ამ დროს ბიულოვის კპოლონის მოწინავე ბრიგადებმა, ჰილერისა და ფონ ლოსტჰინის ხელმძღვანელობით და ადგრეთვე პრინც ვილჰელმის პრუსიელთა კავალერიის ნაწილმა გადაკვეთეს მდინარე ლანის ველი და მიუახლოვდნენ პარიზის ტყეებს. ლობაუ ელოდა მათ ფრიშერმორთან. ამ მომენტში პარიზის ტყესთან ჯერ კიდევ არ ჰყავდა მთელი თავისი ნაწილები შეგროვილი, მაგრამ მას ძალიან სწრაფად უნდა ემოქმედა, რადგან დაიწყო ფრანგთა კავალერიის შეტევა უელინგტონის პოზიციებზე. ბლიუხერმა გასცა ბრძანება გადასულიყვნენ შეტევაზე და მისი არმია ლოსტჰინისა და ჰილერის ხელმძღვანელობით დაიძრა პლანშაუსკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს. პრუსიელთა ბატარეამ გაუხსნა ცეცხლი ფრანგეგბს - ამით მოკავშირეებს ამცნო მათი მისვლა. ლობაუს 10 000 ქვეითი დაიძრა პრუსიელთა წინააღმდეგ შეტევაზე. მის რიგებში იყვნენ დასვენებული, უომარი ჯარისკაცები და მათ ადვილად შეავიწროვეს ბიულოვის დაღლილი ჯარისკაცები. ამ დროს მოუსწრეს ბიულოვის ჯარის დანარჩენმა ნაწილებმა და 30 000 კაციანი ჯარის წინაშე ლობაუ უკუ იქცა.
17:00-თვის გრუშემ მიღო ნაპოლეონისაგან წერილი, ბრძანებით შეერთებოდა მას, მაგრამ ამ დროისათვის გრუში იბრძოდა ვავრის მისადგომებთან. მას ჰქონდა დიდი შანსი, რომ გაენადგურებინა გენერალი ტილმანი, რომელმაც უპასუხა: დაე ტილმანმა თავი დაიცვას ისე, როგორც შეუძლია, ჩვენი აქ გამარჯვება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მმისი დამარცხება ვავრთან. ამ დროისათვის ბიულოვმა გმოაძევა ლობაუ პლანშენუადან, ერთ-ერთი ბომბი აფეთქდა ნაპოლეონის შორიახლოს. ნაპოლეონმა სასწრაფოდ გააგზავნა გენერალი დიუემა (ორი ბრიგადა 4 200 კაცი) ახალგაზრდა გვარდიასთან და 24 ზარბაზანთან ერთად, რომ აეროთ სოფელი. დიურიუტეს კავალერია, რომელიც იყო ფერმა პაპელოტაში, იძულებული იყო მობრუნებულიყო და შეხვედროდნენ პრუსიელებს. ამ ძალებმა აიძულეს ბიულოვი, უკან დაეხია.
საიმპერატორო გვარდიის შეტევა
19:30-სთვის ნაპოლეონმა თავისი საბოლოო რეზერვი - საიმპერატორო გვარდია გამოიყენა და განახორციელა შეტევა ველინგტონის ცენტრის მიმართულებით. ამ დროისათვის უელინგტონს უკვე დაკარგული ჰქონდა და სიტუაცია პლანსაენუასკენ დროებით სტაბილური იყო. ამ შეტევას უნდა გაერღვია უელინგტონის არმიის ცენტრი ისე, რომ არ ჰქონოდა შანსი ბლიუხერის არმიასთან შეერთებისა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, არ მოიპოვება ცნობა არმიების რაოდენობის შესახებ. ალბათ უკეთეს შემთხვევაში ესენი იყვნენ საშუალო გვარდიის 5 ბატალიონი.
ძველი გვარდიის სამი ბატალიონი დაწინაურდა და ჩამოაყალიბეს შეტევის მეორე ხაზი, შესაბამისად ისინი დარჩნენ რეზერვში და არ შეუტიეს მოკავშირეთა არმიას. ნაპოლეონმა პირადად გამოვიდა სიტყვით გვარდიის წინაშე და თქვა: „ჩვენაა მთელი მსოფლიო“-აო და გაუძღვა კოლონებს. მან ისინი ლა ესენტამდე მიაცილა, ჩააბარა მარშალ მეის და თავი ხრეშის კარიერს შეაფარა. 5 ბატალიონი ეშელონით გადაადგილდებოდა. III პოლკის პირველ ბატალიონს წინ უძღვოდა გენერალი ნეი და გენერალი ფრიანი, მარცხნიდან გრენადერების მეოთხე პოლკი და ეგერების მესამე პოლკის პირველი და მეორე ბატალიონები, რომლებიც თანდათან ერთ პოლკში ერთიანდებოდნენ და ეგერების მეოთხე პოლკი მარცხენა მხრიდან, მაგრამ ამასობაში მოწინააღმდეგის 30-მა ზარბაზანმა ერთად გაუხსნა ცეცხლი მათ. ამ ბრძოლაში ნეიმ მეხუთე ცხენი დაკარგა. საშუალო გვარდიის 3 000-მა მეომარმა გაიარა ტყვიების ამ ქარცეცხლში ლა ესენტის დასავლეთის მიმართულებით და გაიყვნენ სამ კოლონად: I მა კოლონამ, რომელიც გრენადერების 2 ბატალიონისგან შედგებოდა შეუტია ჰელკეტის ბრიტანული, კრუზეს ბრაუნშვაიგის და ნასაუსკის რაზმებს. მათ გზაზე დეივიდ შასეს ჰოლანდიური დივიზია გადაეღობა და გაუხსნა ცეცხლი, მაგრამ ფრანგები ვერ შეაჩერეს. მხოლოდ შასეს ახალი ბრიგადების გამოჩენამ შეაჩერა ფრანგთა კოლონა. პერეგრინ მაიტლენდის 1 500 კაციანი ბრიტანელი გვარდიელები ჩაუსაფრდნენ ფრანგ არტილერისტებს, როცა მათკენ ეგერების მესამე პოლკის პირველი და მეორე ბატალიიონები დაიძრა, უელინგტონმა უბრძანა „გვარდია! ადექ, მოემზადე!“, ისინი წამოიშალნენ და ფრანგებს თოფების სროლით შეხვდნენ. ეგერები არ მოელოდნენ და რამდენიმე წამში სამასამდე კაცი დაკარგეს, უელინგტონმა ბრძანა შეტევაძე გადასვლა.
ამ დროს ეგერების ახალმა ბატალიონმა მოუსწრო დასახმარებლად. ბრიტანელებმა დაიწყეს უკუსვლა. ფრანგთა ფლანგზე გამოჩნდა 52-ე მსუბუქი (ინგლისელების) ჯარი გახსნა ცეცხლი და გადავიდა შეტევაზე. ამ დარტყმის შემდეგ გვარდიამ დაიწყო უკან დახევა. პანიკამ მოიცვა ფრანგთა არმია და უფრო გაძლიერდა შიში, როცა დიურიუტეს ქვეითმა განაყოფმა გაინახეს აღმოსავლეთიდან შეტევაზე წამოსული ფონ ციტენის პრუსიელთა ჯარის ნაწილები. გაიმა შეძახილები: „მეთაურებმა მიგვატოვეს!“ „გაიქეცით ვისაც შეგიძლიათ!“. უელინგტონი ავიდა მაღლობზე და ქუდის ქნევით მისცა ნიშანი, გადასულიყვნენ საერთო შეტევაზე. მისი არმია გაიძრა წინ, ეს იყო მძიმე და ნელი შეტევა ბრძოლისგან გადაღლილი მებრძოლები ძლივბ გადაადგილდებოდნენ ტალახსა და წყალში. ეს ტალახი, რომელიც ხელს უშლიდა ფრანგებს, ამ შემთვევაში ხელის შემშლელი გამოდგა უელინგტინის ჯარისთვისაც. პრუსიელთა ციტენის არმიამ დაეხმარა უელინგტონს ფრანგების განდევნაში და თითქმის გაანადგურა მერსიერის გმირული რაზმი. ლაესენტის მისადგომებთან საიმპერატორო გვარდია სამ ბატალიიონადჩამოყალიბდა, პოლკოვნიკმა ჰელკეტმა მიმართა ფრანგებს „მამაცო ფრანგებო დაგვნებდით!“ რასაც მოჰყვა გენერალ კომბრინის ცნობილი პასუხი: „Merde!“, „გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება“ არსებობს ვერსია, რომ კომბრონიმ მხოლოდ პირველი სიტყვა თქვა, ამის საპასუხოდ მისი პოლკი მთლიანად განადგურებულ იქნა.
პლანშენუას აღება
პრუსიელთა ჯარი ძირითადად სოფელ მპანშენუასთან მიმდებარე ტერიტორიებზე განაგღძობდა ფრანგთა მარჯვენა ფლანგზე შეტევებით შევიწროვებას. პრუსიელებმა აიღეს ეს პუნქტი და აიძულეს ფრანგთა დაცვის წინა ხაზი გაქცეულიყპო. ამავდროულად ბრიტანელთა გვარდიამ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია ფრანგთა საიმპერატორო გვარდიას, რაშიც პრუსიელთა გამოჩენამ ძლიერ შეუწყო ხელი.
უელინგტონის არმია გადავიდა საერთო შეტევაზე. ფრანგები იძულებით უკან იხევდნენ. მოკავშირეთა მთავარი სარდლები ბელ-ალიანსის ფერმასძთან შეიკრიბნენ, მოითათბირეს და გადაწყვიტეს ფრანგების დევნა დაევალათ პრუსიელებისათვის. ეს დევნა ხორციელდებოდა სწრაფად და მძლავრად სამი დღის განმავლობაში 150 კილომეტრის მანძილზე ლაონამდე, სადაც ბოლო მოეღო ფრანგთა არმიას. ამ დროისთვის ნაპოლეონმა შეძლო შეეგროვებინა არაუმეტეს 3 000 კაცისა. ეს იმდენად მწირი რაოდენობა იყო, რომ დედაქალაქის დაცვასაც კი ვერ შეძლებდა, არათუ ომის გაგრძელებას.
საერთო დანაკარგი
ვატერლოოს ბრძოლაში ფრანგებმა დაკარგეს 240 ზარბაზანი, ჰყავდათ 25 000 დაჭრილი და მიცვალებული, და 8 000 ტყვე. მოკავშირეებმა განიცადეს ნაკლები დანაკარგი: უელინგტონმა დაკარგა 15 000 დაჭრილი და მიცვალებული, ბლიუხერმა 7 000, 1 200 გარდაცვლილი 4 200 დაჭრილი და 1 400 ტყვე, რომელთაგან 810 კაცი დაკარგა მხოლოდ XVIII პოლკის XV ბრიგადამ. ბრძოლის ველძე დაეცა სულ 15 750 კაცი, თუმცა არსებობს ვერსია, რომ იყო 22 000.
ვატერლოოს ბრძოლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხსზე. დიდი ბრიტანეთის 5 ქალაქს და დედაქალაქის ერთ დიდ სადგურს,აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის 32 დასახლებულ პუნქტს ეწოდა ვატერლოო.
 
{{ესკიზი-ომი}}