არაგვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
1496739 ცვლილების გაუქმება 62.212.56.139-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 12:
| ქალაქები =
}}
'''არაგვი''', მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის]], [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთისა]] და [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის]] მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2724 კმ<sup>2</sup>. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - [[მთიულეთის არაგვი|მთიულეთის (თეთრი) არაგვი]], [[გუდამაყრის არაგვი|გუდამაყრის (შავი) არაგვი]], [[ხევსურეთის არაგვი]] და [[ფშავის არაგვი]]. მთავარიმთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. შესართავთან კვეთს სხალტბისა და საგურამოს ქედებს. ქ. მცხეთასთან ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან.
 
არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყივნარებისა და მარადიული თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყალი მდინარის სხვადასხვა ნაწილში წლიური ჩამონადენის 40-70% შეადგენს, წვიმისა და თოვლის წყალი კი - ცალ-ცალკე 16-იდან 30%-მდე აღწევს. წყალდიდობა იწყება გაზაფხულზე და შუა აგვისტომდე გრძელდება. შემოდგომაზე ხშირია წყალმოვარდნა. ზამთარში წყალმცირეა. არაგვის ნადენის 39,3% შეადგენს, ზაფხულში - 30,8%, შემოდგომაზე - 19,5%, ზამთარში - 10,4%. არ იყინება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არაგვი“-დან