მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930: განსხვავება გადახედვებს შორის

=== I ჯგუფი ===
 
ამ ჯგუფში კენჭისყრით არგენტინა, საფრანგეთი, [[მექსიკა]] და [[ჩილე]] მოხვდნენ. არგენტინელებმა გაამართლეს ფავორიტის სტატუსი. ფრანგები ბევრს ეცადნენ, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგენტინელებს, მაგრამ დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 1:0. თვითმხილველები მსაჯის არაობიექტურობასაც აღნიშნავენ. მატჩის 84–ე წუთზე ფრანგი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამ დროს მსაჯმა საფინალო სასტვენის ნიშანი მისცა.<ref>''ზვიად დოლიძე'', საფეხბურთო დრა(ჰ)მატიზმის სათავეებთან, ისტორიანი, № 3, გვ. 80</ref> ამ მატჩამდე საფრანგეთი მექსიკის ნაკრებს შეხვდა. ეს მატჩი კი იმითაა აღსანიშნავი, რომ ფრანგმა ლუსიენ ლორანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, მისმა ნაკრებმა კი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. არგენტინას მსაჯმა დახმარება მექსიკასთანაც გაუწია. მან არგენტინის კარში [[პენალტი]] ორჯერ დანიშნა, თუმცა, რადგანაც მაშინ ნაბიჯებით ზომავდნენ საპენალტე ადგილს, აღმოჩნდა, რომ მექსიკელებს ორივე დარტყმა 15 მეტრიდან შეუსრულებიათ.<ref>''ზვიად დოლიძე'', საფეხბურთო დრა(ჰ)მატიზმის სათავეებთან, ისტორიანი, № 3, გვ. 80</ref> მექსიკელებმა ხსენებული ეპიზოდების გამოყენება ვერ შეძლეს, საბოლოოდ კი 6:3 დამარცხდნენ. არგენტინელებმა მესამე მატჩშიც დაამარცხეს ჩილე და ნახევარფინალისკენ გზა გაიკაფეს.
 
=== II ჯგუფი ===
ამ ჯგუფში სამი გუნდი ეცილებოდა პირველობას: ბრაზილია, იუგოსლავია და [[ბოლივია]]. ბრაზილიელები მოულოდნელად დამარცხდნენ სლავებთან. ევროპელებმა მეორე მატჩიც იოლად მოუგეს ბოლივიის სუსტ გუნდს და ნახევარფინალში გავიდნენ. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იუგოსლავია ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ტურნირის ამ ეტაპზე გააღწია.
 
=== III ჯგუფი ===
როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაის უპრობლემოდ ხვდა პირველი ადგილი მესამე ჯგუფში. მათ ზედმეტი გსართულების გარეშე მოუგეს რუმინეთს (4:0) და პერუს (1:0).
 
=== IV ჯგუფი ===
 
ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნახევარფინალში [[აშშ]]–ის გასვლა იყო. როგორც გაირკვა, მათ გუნდში ინგლისელი პროფესიონალები ჰყოლიათ, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. ცრდილოამერიკელებმა ერთნაირი ანგარიშით – 3:0 დაამარცხეს ბელგიელები და პარაგვაელები.
 
=== ნახევარფინალი ===
 
ნახევარფინალში არგენტინელები ამერიკელებს, ხოლო ურუგვაელები იუგოსლავიელებს დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:1. ევროპელებიც მსაჯმა დაჩაგრა. მან აშკარა წესის დარღვევით გატანილი გოლები ჩაუთვალა მასპინძლებს (ერთ–ერთ მომენტში ურუგვაელს საგოლე გადაცემა პირით ხაზს იქით მდგარმა პოლიციელმა (!) გაუკეთა. ამასთანავე, სტუმრებს გოლი არ ჩაუთვალა.<ref>''ზვიად დოლიძე'', საფეხბურთო დრა(ჰ)მატიზმის სათავეებთან, ისტორიანი, № 3, გვ. 80</ref>
 
=== ფინალი ===
 
ფინალში ერთმანეთის პირისპირ ურუგვაელი და არგენტინელი ფეხბურთელები წარდგნენ. პირველ ტაიმში უპირატესობა არგენტინელებს ჰქონიათ, მართალია, თავიდან ურუგვაელები დაწინაურდნენ დორადოს გოლით, მაგრამ შესაბამისად, 35–ე და 37–ე წუთებზე პესელიმ და სტაბილემ წინ გაიყვანეს არგენტინის ნაკრები.
 
შესვენების შემდეგ ურუგვაელებმა თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზეს სტუმრებს და ანგარიში სეას გოლით გაათანაბრეს, ხოლო ირიარტემ და კასტრომ კიდევ შეაგდეს თითო ბურთი და წინ გავიდნენ. მსაჯის საფინალო სასტვენმა პირველი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა – ურუგვაი!
 
ამ გამარჯვებამ ეროვნული დღესასწაულის სახე მიიღო. მონტევიდეოში ხალხი გამარჯვებას ზეიმობდა. თურმე ფინალური მატჩის დროს ურუგვაიში მიმდინარეობდა საპარლამენტო სხდომა, მაგრამ ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო სახელმწიფო საქმეებისათვის ყურადღება დაეთმო: ისინი ფიქრით და გონებით სტადიონზე იმყოფებოდნენ და როდესაც მათ თანამემამულეთა გამარჯვების ამბავი მოახსენეს, მაშინვე სრული შემადგენლობით სტადიონისკენ გაემართნენ, სადაც ფეხბურთელებს წარმატება მიულოცეს. ამ დროისათვის არგენტინაში საპირისპირო განწყობა სუფევდა. გულშემატკივრებმა ჯავრი მათ ქვეყანაში მცხოვრებ ურუგვაელებზე იყარეს და გული მოიოხეს.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ ურუგვაელები მეტად სერიოზულად ეკიდებოდნენ ამ შეჯიბრებას. გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე შეიკრიბა. ნაკრებში რკინის დისციპლინა სუფევდა, ასევე იყო ქანცგამომცლელი ვარჯიშები. თურმე მათ მწვრთნელს, [[ალბერტო სუპიჩი|ალბერტო სუპიჩს]] მათი მეკარის მასალის დამსახურება არად ჩაუგდია (იგი 1924 და 1928 წლების ოლიმპიადების გმირი იყო) და ბაზის დატოვების გამო ნაკრებიდან გაუთავისუფლებია.
 
გუნდის ძირითად ბირთვს 1928 წლის ოლიმპიადის მომგები ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. ყოველი მატჩის წინ მწვრთნელი საკუთარ შეგირდებს ეუბნებოდა: „მე ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, დანარჩენი თქვენ იცით, გადით მოედანზე და გააკეთეთ ის, რაც აქამდე გისწავლიათ“.
 
იმდროინდელ ფეხბურთს კარგად ასახავდა დევიზი:„გამარჯვების მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“. ეს კარგად გამოჩნდა ამ და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე.
 
== ქალაქები და სტადიონები ==
1 436

რედაქტირება