მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1930: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| საუკეთესო =
}}
 
'''პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში''' [[ურუგვაი]]ში [[1930]] წელს გაიმართა. [[ფიფა]]მ მასპინძლად ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა იმიტომ აირჩია, რომ ისინი ფეხბურთში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ. ამასთანავე, აღინიშნებოდა მათი დამოუკიდებლობის ასი წლისთავი და მსოფლიო ჩემპიონატის ამ ქვეყანაში ჩატარება ზეიმის ელფერს მიიღებდა. ამ გადაწყვეტილებას კი შეეწინააღმდეგნენ ევროპული ქვეყნები. ისინი ამბობდნენ, რომ ურუგვაელები ვერ შეძლებდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობას, თანაც, შეუძლებელი იყო მსაჯები ექსპანსიური ურუგვაელი გულშემატკივრის წნეხის ქვეშ არ მოჰყოლოდნენ, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ევროპელები განწირული იყვნენ. ამის მიუხედავად, ფიფას პრეზიდენტმა [[ჟიულ რიმე]]მ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
 
დათქმული დროისათვის [[ევროპა|ევროპიდან]] არც ერთი განაცხადი არ იყო შესული. ჟიულ რიმეს თავისი ავტორიტეტის გამოყენება დასჭირდა, რათა [[საფრანგეთი]]ს, [[ბელგია|ბელგიის]], [[იუგოსლავია|იუგოსლავიისა]] და [[რუმინეთი]]ს გუნდებს გათამაშებაში მონაწილეობა მიეღოთ. ფიფამ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წინ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ეთამაშათ.
 
ტურნირში მონაწილეობა მიიღო ცამეტი ქვეყნის გუნდმა, აქედან ცხრა ევროპიდან, ხოლო ოთხი ევროპიდან იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად მასპინძელ ურუგვაისთან ერთად [[არგენტინა]] და [[ბრაზილია]] მიიჩნეოდნენ. შეჯიბრება შერეული წესით ჩატარდა: ქვეჯგუფებში მატჩები წრიული, ხოლო შემდეგ ოლიმპიური სისტემით იმართებოდა.
 
== ქალაქები და სტადიონები ==
 
1,436

რედაქტირება