თედორე აპრაქსინი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Fyodor Matveyevich Apraksin.jpg|thumb|rightმინიატიურა|თედორე აპრაქსინი]]
'''თედორე მათეს ძე აპრაქსინი''' ({{lang-en|Апраксин, Фёдор Матвеевич}}; დ. [[1661]] — გ. [[10 ნოემბერი]], [[1728]], [[მოსკოვი]]) — [[რუსეთი]]ს ფლოტის [[გენერალ-ადმირალი]] ([[1708]]), [[პეტრე I|პეტრე I-ის]] თანამებრძოლი, გრაფი. [[1693]]-[[1696]] წლებში დვინის ვოევოდა და არხანგელსკის გუბერნატორი. მონაწილეობდა აზოვის მეორე ლაშქრობაში ([[1696]]). [[1700]] წლიდან საადმირალო პრიკაზის მთავარი უფროსი და აზოვის გუბერნატორი. ხელმძღვანელობდა აზოვის ფლოტის მშენებლობას. [[1709]] წელს მოიგერია შვედების თავდასხმა პეტერბურგზე. [[1710]] წელს აიღო ვიბორგი, თავი გამოიჩინა [[განგუტის ბრძოლა|განგუტის ბრძოლაში]]. [[1715]]-[[1719]] წლებში ხელმძღვანელობდა საზღვაო და სადესანტო ოპერაციებს ბალტიის ზღვაზე. [[1718]] წელს დაინიშნა საადმირალო კოლეგიის პრიზიდენტად. სპარსეთის ლაშქრობაში [[1722]]-[[1723]] მეთაურობდა კასპიის ფლოტილიას. [[1723]]-[[1726]] წლებში სათავეში ედგა ბალტიის ფლოტს. [[1726]] წლიდან იყო უმაღლესი საიდუმლო საბჭოს წევრი. ემხრობოდა [[მენშიკოვი, ალექსანდრე დანილას ძე|ა. მენშიკოვს]].