ნორვეგიული კრონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(კატეგორიის ჩამატება ნორვეგიის ეკონომიკა (HotCat-ის გამოყენებით))
[[ფაილი:Norwegian Bank Notes Collage.png|მინი|250პქ|ნორვეგიული ბანკნოტები]]
'''კრონი''' (ნორვ. krone, norsk krone, მრ. რ. kroner) [[ნორვეგია|ნორვეგიის]] [[ვალუტა|ეროვნული ვალუტაა]]. 1 კრონი 100 ერესგან შედგება( ნორვ. øre).
 
==ისტორია==
პირველი ნორვეგიული [[მონეტარული პოლიტიკა|მონეტები]] მოიჭრა [[ოლაფე I ტრიუგვასონი|ოლაფე I ტრიუგვასონის]] მეფობის პერიოდში (995—999). მონეტების მოჭრის უფლებით მხოლოდ [[მეფე]] სარგებლობდა. 1626 წელს ქრისტიანიაში ([[ოსლო]]) დაარსდა [[სამონეტო სახლი]], რომელშიც გამოიყენებოდა [[კონგსბერგი|კონგსბერგის]] საბადოზე მოპოვებული [[ვერცხლი]]. [[1695]] წელს გამოიშვა პირველი ნორვეგიული ბანკნოტები, რომელთა გამოშვებაც მეფემ ვაჭარს ბერგენიდან ი.ტ. მოლენუს გადასცა((შემდეგში ის გაკოტრდა). თუმცა ეს ბანკნოტები გადახდის კანონიერ საშუალებად ნორვეგიის მცირე ტერიტორაზე მიიჩნეოდა. [[1962]] წელს სამონეტო სახლი გადავიდა ნორვეგიის [[ბანკი|ბანკის]] დაქვემდებარებაში. 2000 წელს სამონეტო სახლი გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად. [[2004]] წელს კომპანიის სახელი "ნორვეგიის სამეფო სამონეტო სახლი" შეიცვალა და ეწოდა"ნორვეგიის სამონეტო სახლი".
 
==მონეტები==
დღეისათვის მიმოქცევაშია 50 ერე, 1, 5, 10 და 20 კრონის აღმნიშვნელი მონეტები.
 
==ბანკნოტები==
დღეისათვის მიმოქცევაშია 50, 100, 200, 500 და 1000 კრონის აღმნიშვნელი ბანკნოტები.
 
==გაცვლითი კურსი==
ნორვეგიული კრონის კურსი საგრძნობლად ლავირებს წლიდან წლამდე, ამის მიზეზია ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება [[ნავთობი|ნავთობის]] ფასის ცვალებადობაზე. მაგალითად, 2002 წლის იანვარში 1 USD = 9 NOK, ხოლო იმავე წლის ივლისში -1 USD = 7,36 NOK.