შიო მღვიმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ლიტერატურა
ხაზი 5:
 
VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად [[საქართველო|საქართველოში]] მოვიდა. ცხოვრობდნენ [[მცხეთა|მცხეთაში]], შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა [[შიომღვიმე|შიომღვიმის მონასტერი]]. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედან „მღვიმელი“), ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია [[არსენ II]] კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან „იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება“, X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).
==ლიტერატურა==
*''ლომინაძე ბ.'', ქსე, ტ. 11, გვ. 6, თბ., 1987
{{ასურელი მამები}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიო_მღვიმელი“-დან