სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60:
ტურნეების შემდეგ საბოლოოდ ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას და ჩაწერეს მორიგი ალბომი ''[[Savage Amusement (ალბომი)|Savage Amusement]]''. გამოშვებული [[1988]] წელს, ოთხი წლის შემდეგ მატი წინა ალბომიდან, ''Savage Amusement''-ში წარმოდგენილი იყო უფრო პროგრესული როკი, რომელიც წააგავდა იმ სტილს, რომელმაც ჯგუფი [[დეფ ლეპარდი]] გახადა პოპულარული. ალბომი კარგად გაიყიდა, თუმცა კრიტიკოსების განაწყენება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბრიტანულმა მძიმე როკ ჟურნალმა ''[[Kerrang!]]'' ალბომს ხუთი ვასკვლავიდან ხუთივე მიანიჭა.
[[ფაილი:Scorpions-29.jpg|მინი|200 პქ|მარჯვნივ|სკორპიონსის ლოგო]]
ალბომის მხარდამჭერ ტურნეზე [[1988]] წელს სკორპიონსი გახდა მეორე დასავლური ჯგუფი, რომელმაც [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] ჩაატარა კონცერტი (პირველი იყო [[Uriah Heep]], [[1987]] წლის დეკემბერში), კერძოდ კი [[სანქტ-პეტერბურგი|ლენინგრადში]]. მომდევნო წელს ჯგუფი კვლავ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში ფესტივალზე [[Moscow Music Peace Festival]] დასაკვრელად. შედეგად1991 წელს ჯგუფი ოფიციალურ მიღებაზე წარუდგა [[მიხაილ გორბაჩოვი|მიხაილ გორბაჩოვს]], ამ შეხვედრას სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ, საინტერესოა კლაუს მაინეს სიტყვები, რითაც მან გორბაჩოვს მიმართა:
{{ციტატა|"ჩვენი მშობლები აქ იარაღით მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ მოვედით გიტარებით"([[კლაუს მაინე]])}}

ჯგუფმა ჩამოაყალიბა ძლიერი რუსი ფანების ბაზა და დღემდე რეგულარულად ატარებს კონცერტებს [[რუსეთი|რუსეთში]].<ref>[http://www.metal-rules.com/interviews/Scorpions-Nov2003.htm ინტერვიუ კლაუს მაინესთან] (metal-rules.com)</ref>
 
ჯგუფს სურდა იმ სტილისგან გაქცევა, რომელიც ბოლო ალბომში იყო წარმოდგენილი. ჯგუფი იცვლის საკუთარ პროდიუსერს, დიტერ დირკსს, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდა და ახალ პროდიუსერად ირჩევს კაით ოლსენს, რის შემდეგაც უბრუნდება სტუდიას. [[1990]] წელს გამოუშვეს ახალი ალბომი ''[[Crazy World (ალბომი)|Crazy World]]'', რომელიც დასახელდა [[1990]] წლის რიგით 21-ე ალბომად. ალბომში ნაკლებადაა წარმოდგენილი პროგრესული როკის ხმა. იგი გახდა ჰიტი, ალბომში შესულია სკორპიონსის ერთერთი საუკეთესო ბალადა Wind of Change, რომლის მასიურმა წარმატებამ დიდი როლი ითამაშა ალბომის პოპულარიზაციაში. სიმღერა ეძღვნება იმ დიდ სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებს 80-იანების მიწურულსა და 90-იანების დასაწყისში, რომელიც [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპასა]] და დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარეობდა და რამაც წერტილი დაუსვა [[ცივი ომი|ცივ ომს]]. 1990 წლის 21 ივლისს სკორპიონსი შეუერთდა [[როჯერ უოტერსი]]ს სტუმართა სიას ''[[The Wall]]''-ის [[The Wall – Live in Berlin|მასიური შესრულებისათვის]] [[ბერლინი|ბერლინში]]. სკორპიონსმა შეასრულა ორივე ვერსია სიმღერისა [[In the Flesh]] ალბომიდან ''The Wall''.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკორპიონსი“-დან