მწყერი: განსხვავება გადახედვებს შორის

82 ბაიტი დაემატა ,  11 წლის წინ
+ლიტერატურა
(r2.7.1) (ბოტის დამატება: lv:Paipala)
(+ლიტერატურა)
 
'''მწყერი''', ''ჩვეულებრივი მწყერი'' (Coturnix coturnix), [[ფრინველები|ფრინველი]] [[ქათმისნაირნი|ქათმისნაირთა]] რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. [[საქართველო|საქართველოში]] თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე. იზამთრებს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (საქართველოში მობინადრე მწყერების ნაწილი შირაქ-ალაზნის ველზე და აზერბაიჯანში რჩება). ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. [[ინკუბაცია]] გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით. იშვიათად - [[მწერები|მწერებით]]. შუა აზიაში მწყერები გალიებში გასართობად ჰყავთ, როგორც მოჩხუბარი ფრინველი.
==ლიტერატურა==
 
* ქსე, ტ. 7, გვ. 267, თბ., 1984
[[კატეგორია:ქათმისნაირნი]]
 
158 161

რედაქტირება