კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Cyril of Alexandria.jpg|მინი|მარჯვნივ|]]
'''კირილე I''' (გ. [[444]]) – [[ალექსანდრიის პატრიარქები|ალექსანდრისსალექსანდრიის პატრიარქი]] ([[412]]-[[444]]) , [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] და [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური]] ეკლესიების წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[18 იანვარი]] და [[9 ივნისი]], ახალი სტილით - [[31 იანვარი]] და [[22 ივნისი]].
 
== ცხოვრება ==
 
წმიდაწმინდა კირილე ალექსანდრიელი წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა [[ფილოსოფია]]შიც, მაგრამ მეტად წმინდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმინდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა [[თეოფილე ალექსანდრიელი|თეოფილემ]] ([[385]]-[[412]]) დიაკვნად აკურთხა წმინდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმინდა კირილე ერთხმად აირჩიეს [[ალექსანდრიის პატრიარქები|ალექსანდრიის პატრიარქად]]. იგი სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარი ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.
 
კირილე დიდხანს ებრძოდა [[იუდაიზმი|იუდეველებსაც]], რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტიანთა მკვლელობების თანხლებით.(სოკრ. VII:13)
ხაზი 30:
 
== კირილე და იოანე ოქროპირი ==
ალექსანდრიის პატრიარქი [[თეოფილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|თეოფილე]], წმინდანისწმინდა კირილეს ბიძა, [[იოანე ოქროპირი]]ს მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც იგი განსაჯა. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა [[ისიდორე პელუსიოტელი|ისიდორე პელუსიოტელმა]] (ხს. 17 თებერვალს) არაერთხელ მიმართა კირილეს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმინდანთა დიპტიქში შეეტანა, მაგრამ ამაოდ. გადმოცემის თანახმად, ერთხელ, ძილში კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი. ამის შემდეგ კირილემ შეინანა იოანე ოქროპირის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.
 
==რესურსები ინტერნეტში==