მოლაღური: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Movses-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.6.2) (ბოტის შეცვლა: stq:Riekelüün |
მ +ლიტერატურა |
||
ხაზი 21:
'''მოლაღური''' (Oriolus oriolus), [[ფრინველები|ფრინველი]] [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგისა. მისი სახეულის სიგრძე 25 სმ აღწევს. მამალს მოოქროსფრო-ყვითელი შავნარევი [[ბუმბული]] აქვს, დედალსა და ახალგაზრდა მოლაღურს - მომწვანო. მკერდზე ლაქები აყრია. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს ფოთლოვანსა და შერეულ ტყეებში. [[საქართველო|საქართველოში]] ბევრ ადგილად გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი. [[ბუდე|ბუდეს]] იკეთებს ხეებზე. იკვებება [[მწერები|მწერებით]], უფრო იშვიათად [[კენკრა|კენკრით]]. მისი გალობა [[ფლეიტა|ფლეიტის]] ხმას ჰგავს, ხმამაღლა სტვენა კი - [[კატა|კატის]] კნავილს. ხალხური სახელწოდება ბიჭო-გოგია.
==ლიტერატურა==
* ''რ. ჟორდანია,'' ქსე, ტ. 7, გვ. 70, თბ., 1984
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
|