საქართველოს არქიტექტორთა კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[ფაილი:საქართველოს არქიტექტორთა კავშირი.jpg|მინი|250პქ]]
'''საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი''' - არქიტექტორთა ნებაყოფლობითი არქიტექტორთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურ წევრობაზე. კავშირი აწარმოებს თავის მოღვაწეობას საქართველოს მოქმედი [[კანონი|კანონმდებლობის]], საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. არქიტექტორთა კავშირის სტატუსი, შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, განისაზღვრება როგორც საქართველოს შემოქმედებითი კავშირი. კავშირი არის საჯარო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი[[საჯარო სამართლის იურიდიული პირი]], [[არასამთავრობო ორგანიზაცია]]. საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, პირველად როგორც არქიტექტორთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რეგისტრირებული იყო [[1931]] წელს, დღევანდელი არქიტექტორთა კავშირი არის მისი კანონიერი მემკვიდრე. კავშირი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. კავშირის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
 
== ისტორია ==
 
[[1931]] წელს პირველად ჩამოყალიბდა საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება – „საპარა“ (საქართველოს პროლეტარ არქიტექტორთა საზოგადოება). [[1934]] წელს შემოქმედებითი კავშირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შეიცვალა სახელწოდება და დაერქვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირი. [[1936]] პირველად ჩატარდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ჳ ყრილობა. ამ დროისთვის არქიტექტორთა კავშირში ირიცხებოდა 140 წევრი. [[1990-იანები|1990]] წლამდე საქართველოს არქიტექტორთა კავშირი იყო [[სსრკ]] არქიტექტორთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. 1990 წლის 6 [[6 დეკემბერი|6 დეკემბერს]] ჩატარდა დამოუკიდებელი საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რიგგარეშე ყრილობამ საქართველოს არქიტექტორთა კავშირი იურიდიულად და ფაქტობრივად დამოუკიდებელ შემოქმედებით კავშირად გამოაცხადა და უწოდა „საქართველოს ხუროთმოძღვართა დამოუკიდებელი კავშირი“. [[1991]] წელს ახალი წესდებით კავშირის უმაღლეს ორგანოდ ჩაითვალა კავშირის წევრთა საერთო კრება და აღსდგა სახელწოდება „საქართველოს არქიტექტორთა კავშირი“.
 
დღეისთვის არქიტექტორთა კავშირი აერთიანებს 722 წევრს და აქვს 5 რეგიონალური ორგანიზაცია (ფილიალი) საქართველოს მასშტაბით - აფხაზეთის, აჭარის, იმერეთის, ფოთის და კახეთის რეგიონალური ორგანიზაციები.
საქართველოს არქიტექტორთა კავშირი არის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ([http://www.uia-architectes.org/texte/england/Menu-1/0-pourquoi-new.html UIA)] ნაციონალური სექცია; არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის (MACA) და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების არქიტექტორთა ფორუმის (FABSR) წევრი.
 
=== არქიტექტორთა კავშირის მთავარი მიზანი და ამოცანებია: ===
 
არქიტექტურის როლის ამაღლება, არქიტექტურული შემოქმედების, როგორც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოღვაწეობის ხელშეწყობა, კავშირის წევრთა პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. მხარი დუჭიროს არქიტექტურულ შემოქმედებითი სამუშაოებს, როგორც სოციალური მნიშვნელობის მოღვაწეობას. პროფესიული უფლებების და ინტერესების დაცვა არქიტექტურულ სფეროში და ქართველი არქიტექტორების წარდგენა საერთაშორისო ორგანიზაციებში; შემოქმედებითი დავების მოწესრიგება; გამოფენების, კონკურსების, აუქციონების და სხვა ღონისძიებების მოწყობა; არქიტექტურული მემკვიდრეობის გავრცობა; სხვა შემოქმედებითი ორგანიზაციებთან ურთიერთობა; სამთავრობო არქიტექტურულ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა; კანონშემოქმედებით საკითხებში ინიციატივის წამოყენება; არქიტექტორთა პროფესიული სერტიფიცირებაში მონაწილეობა; არქიტექტორების და არქიტექტურის ობიექტების სახელმწიფო ჯილდოებზე და პრემიებზე წარდგენა.
საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა [[1996]] წელს დააფუძნა არქიტექტურის დღე, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის ოქტომბრის პირველ კვირას. არქიტექტურის დღის ფარგლებში ეწყობა გამოფენა კონკურსი და გაიცემა პროფესიული პრემიები 5 ნომინაციაში:
 
# წლის საუკეთესო რელიზებული არქიტექტურული ნაწარმოები;