ჟან ანტუან ჰუდონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ჰუდონი''', უდონი [[ჟან ანტუან]] (* [[20 მარტი]], [[1741]], [[ვერსალი]] ― † [[15 ივლისი]], [[1828]], [[პარიზი]]), [[ფრანგები | ფრანგი]] მოქანდაკე. ევროპის პორტრეტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. [[1764]]-[[1768]] იყო [[საფრანგეთი | საფრანგეთის]] აკადემიის პენსიონერი [[რომი | რომში]], სადაც გაიტაცა ანტიკურმა ხელოვნებამ და ანატომიამ. სახელი გაუთქვა ქანდაკებამ "დიანა" ([[1776]], თაბაშირი, გოთის სასახლის მუზეუმი, [[გერმანია]]), რომელშიც მოდელის არისტოკრატიული დახვეწილობა ერწყმის მკაცრ კლასიცისტურ ფორმებს. შემდომში შექმნა პორტრეტების სერია [[რუსო, ჟან ჟაკ | ჟ. ჟ. რუსო]] ([[1878]], თაბაშირი, სამხატვრო მუზეუმი, [[შვერინი]]), [[ფრანკლინი, ბოსტონი | ბ. ფრანკლინი]] ([[1776]]), [[მირაბო, ონორე გაბრიელ | ო. გ. მირაბო]] ([[1791]], ორივე ტერაკოტა, [[ლუვრი]], პარიზი). [[ვოლტერი | ვოლტერის]] ბიუსტი ([[1776]]) და ქანდაკება ([[1781]], მარმარილო, [[ერმიტაჟი]], [[პეტერბურგი]]). ჰუდონის პორტრეტებისათვის ნიშანდობლივია ფსიქოლოგიური დახასიათების მრავალმხრივობა და სიმახვილე, ფორმის ცოცხალი ძერწვა, სილუეტის სიცხადე, ექსპრესიულობა. მეტი ლაკონურობითა და ბუნებრივობით ხასიათდება ბავშვებისა და ქალების სახეები ("მეუღლის პორტრეტი", [[1787]], თაბაშირი, ლუვრი, პარიზი და სხვ.). [[1805]]-[[1823]] წლებში ჰუდონი ასწავლიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში.
 
[[კატეგორია:ფრანგები]]