სიმონ ბოლივარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
[[1819]] წელს ბოლივარის არმიამ დაამარცხა ესპანელთა ჯარები, [[ვენესუელა]]მ დამოუკიდებლობა მოიპოვა. იმავე წელს ბოლივარმა გადაწყვიტა ვენესუელიდან თოვლიანი [[ანდები]]ს ქედით (ანდების ქედი გასდევს სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ზოგ მონაკვეთში უშუალოდ ეკვრის [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეს]]) გადასულიყო ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში და ესპანელთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინა ეს ვრცელი ოლქიც. ანდებზე გადასვლისას მებრძოლებს უნდა გაევლოთ უღრანი ტროპიკული ტყეები, თოვლიანი მთები და ნიანგებით სავსე მდინარეები. წვიმა და თოვლი მებრძოლებს სახეში სცემდა, ბევრი მათგანი უფსკრულში ცვიოდა, 4 ათასი მეტრის სიმაღლის თოვლიან უღელტეხილებზე ასვლის დროს ჰაერის უკმარისობის გამო მებრძოლები გონს კარგავდნენ. ბოლივარი წინ მიუძღოდა ლაშქარს. დიდი გაჭირვების მიუხედავად, უღელტეხილები დაძლეულ იქნა. ბოლივარის გაწამებული, ჩამოძონძილი, ფეხშიშველი მეომრები ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში გადავიდნენ. [[ბოგოტას ბრძოლა|ბოგოტასთან ბრძოლაში]] ისინი გააფთრებით ეკვეთნენ ესპანელებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ბოლივარელებთან ხელჩართულ შერკინებას და დანებდნენ. ახალი გრანადის დასავლეთი ნაწილი ვენესუელასთან გაერთიანდა და შეიქმნა [[დიდი კოლუმბია|დიდი კოლუმბიის]] რესპუბლიკა. ბოლივარი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.
 
ვენესუელის ტერიტორიაზე ესპანელთა ძალების განადგურების შემდეგ ბოლივარმა გაათავისუფლა [[ეკვადორი]] და [[პერუ]]. [[1825]] წელს [[ზემო პერუსპერუ]]ს ტერიტორიაზე შეიქმნა რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბოლივარი. ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კონგრესმა ქვეყანას მის პატივსაცემად [[ბოლივია]] უწოდა.
 
ბოლივარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა განმტკიცებას ცდილობდა. იგი გამოდიოდა ამ რესპუბლიკათა გაერთიანების მოთხოვნით. ამ მიზნით [[1826]] წელს მან [[პანამა]]ში კონგრესიც კი მოიწვია, მაგრამ თავისი გეგმების განხორციელებას ვერ მიაღწია. სეპარატისტულმა მოძრაობებმა გამოიწვია მისი ძალაუფლების დამხობა [[პერუ]]სა და [[ბოლივია]]ში, ხოლო დიდ კოლუმბიას გამოეყო [[ვენესუელა]] და [[ეკვადორი]]. [[1830]] წელს ბოლივარი თადარიგში გავიდა და ჩამოსცილდა სახელმწიფო საქმიანობას. ამის შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ბოლივარი“-დან