კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
წმინდა კირილეს დროს მოხდა ცნობილი ფილოსოფოსი და მეცნიერი ქალის [[ჰიპატია ალექსანდრიელი|ჰიპატიას]] მკვლელობა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ალექსანდრიის პრეფექტმა [[ორესტე (პრეფექტი)|ორესტემ]] გააკრიტიკა(ვესელი, გვ. 34) პატრიარქი ებრაელთა დარბევაზე და ზოგადად ამგვარ საქციელებზე; რაც შემდგომ კინაღამ სიკვდილის ფასად დაუჯდა. 500-მდე ნიტრიელი ბერი ჩამოვიდა უდაბნოდან და ორესტეს წინააღმდეგ აჯანყება გააღვივეს. შემდეგ ისინი ორესტეს წინ დაუხვდნენ და ბრალი დასდეს წარმართობაში, რაზეც ორესტემ უარი განაცხადა და უთხრა, რომ იყო მონათლული ეპისკოპოს ატიკის მიერ. რის მერეც ერთ-ერთმა ბერმა ამიანუსმა მას თავში ქვა ესროლა, რის მერეც ხალხი მოვარდა და ორესტე ჩაქოლვას გადაარჩინეს. საპასუხოდ მან ამიანუსი მოკლა, რასაც მოჰყვა წმინდა კირილეს მიერ ამ ბერის წმინდანად შერაცხვა, თუმცა ხალხის მოთხოვნით მას წმინდანობა მალევე ჩამოერთვა.(სოკრ. VII:14)
 
ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალი ჰიპატია, ფილოსოფოს თეონის შვილი, რომელმაც იმხელა ცოდნა დააგროვა ლიტერატურასა და მეცნიერებაში რომ თავის დროის ყველაზე განათლებულ ადამიანად ითვლებოდა ამ სფეროებში. მიუხედავად წარმართობისა, მისმისი სათნოებასსათნოების გამო ქრისტიანებიც დიდ პატივს სცემდნენ. სამწუხაროდ იგი პოლიტიკური მაქინაციების მსხვერპლი გახდა. რადგან ხალხი მას პრეფექტ ორესტესთან ერთად ხშირად ხედავდა, იფიქრეს რომ მისი ბრალი იყო წმ. კირილესთან ორესტეს ოპოზიცია, ამიტომ თავს დაესხნენ და სასტიკი წამებით მოკლეს. (სოკრ. VII:15) ისტორიკოსთა უმეტესობა გამორიცხავს წმინდა კირილეს უშუალო მითითებას ჰიპატიას მკვლელობაზე, მაგრამ მისი უახლოესი გარემოცვა რომ იყო ჩარეული, ეს დავის საგანი ნამდვილად არ არის. {{ფაქტი}}
 
ასეთი დაძაბული სიტუაცია იყო ამ დროს ალექსანდრიაში როცა წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – [[ნესტორიანობა]].