ეფესოს საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
1479686 ცვლილების გაუქმება Lashab1991-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 1:
'''ეფესოს საეკლესიო კრება''' იგივე '''მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება''' - [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლების]] მიერ აღიარებული მესამე [[მსოფლიო საეკლესიო კრება]]. გაიმართა ქალაქ [[ეფესო]]ში ([[მცირე აზია]]) [[431]] წელს, იმპერატორ [[თეოდოსი II (ბიზანტია)|თეოდოსი მცირის]] ([[408]]-[[450]]) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, [[ნესტორი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ნესტორის]] ([[428]]-[[431]]) სწავლებისცრუსწავლების განსასჯელად.
 
კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი [[ეპისკოპოსი]] შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მიზეზი ამისი გახლდათ ის, რომ წმინდა კირილე ალექსანდრიელი თავის მომხრეებთან ერთად მალე ჩავიდა, ხოლო ნესტორი, მიუხედავად იმისა რომ ასევე იმყოფებოდა კრებაზე თავის მომხრეებთან ერთად, ელოდებოდა მის მთავარ მხარდამჭერ დელეგაციას [[იოანე I (ანტიოქია)|იოანე ანტიოქიელის]] მეთაურობით. თუმცა 22 ივნისს წმინდა კირილემ გახსნა კრება, არ დაელოდა მათ და ნესტორი ანათემას გადასცა. ნესტორმა კრებაზე შესვლაზე უარი განაცხადა სანამ მისი მხარდამჭერები არ მოვიდოდნენ. ეპისკოპოსებმამამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე ალექსანდრიელი]], [[იუბენალი (იერუსალიმის პატრიარქი)|იუბენალ იერუსალიმელი]], [[მემნონ ეფესელი]] ([[რომის პაპი]] [[ცელესტინ I|ცელესტინე]], ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა ([[ნესტორიანელობა]]) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ [[ქრისტე]]ს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის [["თორმეტი ანათემა ნესტორის წინააღმდეგ"|„თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“]].

აღსანიშნავია, რომ კრებას თავად ნესტორი არ ესწრებოდა. წმინდა კირილე ალექსანდრიელი თავის მომხრეებთან ერთად მალე ჩავიდა, ხოლო ნესტორი, მიუხედავად იმისა რომ ასევე იმყოფებოდა კრებაზე თავის მომხრეებთან ერთად, ელოდებოდა მის მთავარ მხარდამჭერ დელეგაციას [[იოანე I (ანტიოქია)|იოანე ანტიოქიელის]] მეთაურობით. თუმცა 22 ივნისს წმინდა კირილემ გახსნა კრება, არ დაელოდა მათ და ნესტორი ანათემას გადასცა. ნესტორმა კრებაზე შესვლაზე უარი განაცხადა სანამ მისი მხარდამჭერები არ მოვიდოდნენ. იოანე ანტიოქიელი ჩავიდა გახსნიდან 4 დღის მერე, როცა ნახა რომ ანათემები უკვე დაწერილი იყო, მან ნესტორთან და თავის მომხრეებთან ერთად ანათემას გადასცეს წმინდა კირილე ალექსანდრიელი. იმპერატორი თავიდან უარზე იყო ამ კრებათაგნ რომელიმეს აღიარებაზე, რადგან არც ერთი არ ჩატარდა ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობით, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა ეფესოს კრების შედეგს.
 
== ლიტერატურა ==