მრავალწევრი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(r2.7.1) (ბოტის დამატება: si:බහු පදය)
No edit summary
{{ვიკი}}
{{გასწორება}}
 
'''მრავალწევრი''', ''პოლინომი'', გამოსახულება Ax<sup>k</sup>y<sup>l</sup>...w<sup>m</sup>+Bx<sup>n</sup>y<sup>p</sup>...w<sup>q</sup>+...+Dx<sup>r</sup>y<sup>s</sup>...w<sup>t</sup>, სადაც x, y, ..., w ცვლადებია, ხოლო A, B, ... D (მრავალწევრის კოეფიციენტები) და k, l, ..., t (ხარისხის მაჩვენებლები) — მთელი არაუარყოფითი რიცხვები — მუდმივებია. Ax<sup>k</sup>y<sup>l</sup>...w<sup>m</sup> სახის შესაკრებს მრავალწევრის ''წევრებს'' უწოდებენ. მრავალწევრის ორ წევრს ეწოდება მსგავსი, თუ მათში ერთნაირ ცვლადებს ერთნაირი ხარისხის მაჩვენებლები აქვთ. მრავალწევრის მსგავსი წევრები შეიძლება შევცვალოთ ერთი წევრით (მსგავსი წევრების ''დაყვანა''). ორ მრავალწევრს ეწოდება ''ტოლი'', თუ მსგავსი წევრების დაყვანის შმდეგ ყველა წევრი ნულისაგან განსხვავებული კოეფიციენტებით წყვილ-წყვილად ტოლია (მაგრამ თითოეული მათგანი შეიძლება ცაწერილი იყოს განსხვავებული რიგით) ან მრავალწევრის ყველა კოეფიციენტი ნულის ტოლია. ამ შემთხვევაში მრავალწევრს უწოდებენ ''იგივურად ნულის ტოლს'' და აღნიშნავენ ნიშნით 0.