ეფესოს საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი [[ეპისკოპოსი]] შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე ალექსანდრიელი]], [[იუბენალი (იერუსალიმის პატრიარქი)|იუბენალ იერუსალიმელი]], [[მემნონ ეფესელი]] ([[რომის პაპი]] [[ცელესტინ I|ცელესტინე]], ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა ([[ნესტორიანელობა]]) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ [[ქრისტე]]ს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის [["თორმეტი ანათემა ნესტორის წინააღმდეგ"|„თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“]].
 
აღსანიშნავია, რომ კრებას თავად ნესტორი არ ესწრებოდა. წმინდა კირილე ალექსანდრიელი თავის მომხრეებთან ერთად მალე ჩავიდა, ხოლო ნესტორი, მიუხედავად იმისა რომ ასევე იმყოფებოდა კრებაზე თავის მომხრეებთან ერთად, ელოდებოდა მის მთავარ მხარდამჭერ დელეგაციას [[იოანე I (ანტიოქიელიანტიოქია)|იოანე ანტიოქიელის]] მეთაურობით. თუმცა 22 ივნისს წმინდა კირილემ გახსნა კრება, არ დაელოდა მათ და ნესტორი ანათემას გადასცა. ნესტორმა კრებაზე შესვლაზე უარი განაცხადა სანამ მისი მხარდამჭერები არ მოვიდოდნენ. იოანე ანტიოქიელი ჩავიდა გახსნიდან 4 დღის მერე, როცა ნახა რომ ანათემები უკვე დაწერილი იყო, მან ნესტორთან და თავის მომხრეებთან ერთად ანათემას გადასცეს წმინდა კირილე ალექსანდრიელი. იმპერატორი თავიდან უარზე იყო ამ კრებებისკრებათაგნ რომელიმეს აღიარებაზე, რადგან არც ერთი არ ჩატარდა ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობით, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა ეფესოს კრების შედეგს.
 
== ლიტერატურა ==
 
* „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წელი
* "რწმენა, ღმერთები, ადამიანები - რელიგიურ ტერმინტა ლექსიკონი" თბილისი, 1990 წელი, გვ. 153