ნეოპლატონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
სხვა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები იყვნენ სირიელ–ბერძენი სწავლული და ფილოსოფოსი [[პორფირი]] ([[232]]–[[204]]), სირიელ–ბერძენი ფილოსოფოსი [[იამბლიკუსი]] (უცნობია–[[333]]) და ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი [[პროკლუსი]].
 
გამომდინარე იქიდან, რომ ნეოპლატონიზმი [[ასკეტიზმი|ასკეტიზმისა]] და ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ელემენტებს შეიცავდა, მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ეკლესიის თავდაპირველ მამებს შორის. [[ავგუსტინე ნეტარი|ავგუსტინე ნეტარი]], თავის "აღსარებანში", ცნობს იმ დიდ წვლილს, რომელიც ნეოპლატონიზმმა ქრისტიანობის განვითარებაში შეიტანა და აღიარებს მის დიდ გავლენას საკუთარ რელიგიურ აზროვნებაზე. თუმცა, დოქტრინას [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკურ ეკლესიასთან]] ტურბულენტური ურთიერთობა ჰქონდა. [[529]] წელს [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I–მა]] იგი აკრძალა. [[დოგმატისტი|დოგმატისტებმა]] დაგმეს მისი არაორთოდოქსალური სკეპტიციზმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, [[XV საუკუნე|მე–15 საუკუნისთვის]] ნეოპლატონიზმი მიღებული დოქტრინა იყო.
 
ნეოპლატონიზმს სული რომაელმა კათოლიკე თეორეტიკოსმა ფილოსოფოსმა [[ნიკოლას კუზელი|ნიკოლას კუზელმა]] და სხვა მისტიკოსებმა ჩაბერეს, რომლებსაც სურდათ გადაელახათ ცოდნის საზღვრები, რასაც იმ ხანად ადამიანის მიერ ღმერთის პირდაპირი ინტუიციური გააზრების თეორია ქმნიდა. ნეოპლატონიზმი ასეთ თეორიას არსობრივად უპირისპირდება, მიიჩნევს რა სულს შეუძლია ექსტაზის მდგომარეობაში გადალახოს ყველა საზღვარი. ნეოპლატონიზმის შემდგომი მკვდრედით აღდგომა იტალიური რენესანსის ჰუმანისტებს უკვაშირდება. ისინი გაბატონებულ [[არისტოტელიზმი|რაციონალისტურ არისტოტელიანურ ფილოსოფიას]] პლატონის იდეალისტური მეტაფიზიკით, შემდეგ კი ნეოპლატონიზმით დაუპირისპირდნენ. შემდგომი განვითარება იტალიერი სწავლულის [[მარსილიო ვიჩიანო|მარსილიო ვიჩიანოს]] ([[1433]]–[[1499]]) დამსახურებაა, კოსიმო დი მედიჩის პატრონაჟის ქვეშ, მან პლატონის, პორფირის და იამბლიკუსის ნაშრომები თარგმნა და ანოტაცია გაუკეთა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეოპლატონიზმი“-დან