ზარათუშტრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.1) (ბოტის შეცვლა: ko:자라수슈트라
No edit summary
ხაზი 1:
'''ზარათუშტრა''' ([[ირანული ენა|ირან.]], [[ბერძნული ენა|ბერძნ.]] ''ზოროასტრი''), ძველი სპარსული რელიგიის რეფორმატორი — [[ზოროასტრიზმი|ზოროასტრიზმის]] დამაარსებელი და წინასწარმეტყველი. მეცნიერებაში დადგენილია, რომ ზარათუშტრა ისტორიული პირია. ავესტაში არის ცნობები მის გვარზე, ქალიშვილსა და მეგობრებზე. ზარათუშტრას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს ზუსტად არ არის ცნობილი. ვარაუდობენ, რომ იგი ცხოვრობდა ძვ. წ. X საუკუნესა და VI საუკუნის I ნახევარს შორის პერიოდში. სადავოა ზარათუშტრას სამშობლოს საკითხიც. მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აღმოსავლეთ ირანში. ზოროასტრული ტრადიციით კი მისი სამშობლო აზერბაიჯანია. ზარათუშტრას მიაწერენ გათების (ავესტის უძველესი ნაწილი) შექმნას. დასაშვებია, რომ ზარათუშტრა იყო არიული რელიგიის ქურუმი და თავის ახალ მოძღვრებაში შეინარჩუნა არიული რელიგიის ინსტიტუტები და მრავალი რელიგიური ტერმინი. გათბის მიხედვით, ზარათუშტრას მოძღვრებას მის სამშობლოში წარმატება არ ჰქონია, იგი გაქცეულა და თავი შეუფარებია ქავი (მეფე) ვიშტასპას კარზე. ვიშტასპამ და მისმა ქვეშევრდომებმა მიიღეს ახალი რელიგია და ხელი შეუწყვეს მის გავრცელებას. „მცირე ავესტაში“ ზარათუშტრა უკვე მითურ პიროვნებად, ღმერთკაცად გვევლინება.
'''ზარათუშტრა''' ([[ირანული ენა|ირან.]], [[ბერძნული ენა|ბერძნ.]] ''ზოროასტრი''), ძველი სპარსული რელიგიის რეფორმატორი — [[ზოროასტრიზმი|ზოროასტრიზმის]] დამაარსებელი და წინასწარმეტყველი.
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 2, გვ. 483, თბ., 1977
 
{{ესკიზი-რელიგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზარათუშტრა“-დან