მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

12 ბაიტი დაემატა ,  8 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მხარე''' - ტერიტორიული ერთეული [[საქართველო]]სა და რიგ ქვეყნებში. გარდა საქართველოსა, სამხარეო დაყოფა გააჩნია [[რუსეთი|რუსეთის ფედერაციას]], [[ჩეხეთი|ჩეხეთსა]] და [[სლოვაკეთი|სლოვაკეთს]].
 
== საქართველოს მხარეები ==
 
[[1994]]-[[1996]] წლებში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების საფუძველზე ექსპერიმენტის ფორმით შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების 9 დიდი გაერთიანება ([[მხარე]]). მხარეში დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები. [[მხარე]] არ წარმოადგენს [[თვითმმართველობა|ადგილობრივი თვითმმართველობის]] ერთეულს. სამხარეო დაყოფა დაახლოებით ემთხვევა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს.
 
2006 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულების ფუნქციად განისაზღვრა მხარეში შემავალი [[მუნიციპალიტეტი|მუნიციპალიტეტების]] საქმიანობის კანონიერების სახელმწიფო ზედამხედველობა.