ფილტვები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის დამატება: kk:Өкпе
ხაზი 3:
 
== ადამიანის ფილტვი ==
ადამიანს გააჩნია ორი ფილტვი (ლათ.pulmo) მარჯვენა და მარცხენა. მათ უჭირავთ თითქმის მთელი გულმკერდის [[ღრუ]], შუა ნაწილის გამოკლებით. ფილტვს წაკვეთილი [[კონუსი|კონუსის]] [[ფორმა]] აქვს. შესაძგიდზე დაყრდნობილ ქვემო გაგანიერებულ ნაწილს ეწოდება ფილტვის [[ფუძე]]. ფილტვის ფუძე შედრეკილია. შევიწროებული ზემო ნაწილი ანუ ფილტვის [[მწვერვალი]] გულმკერდის ზემო ხვრელის საშუალებით ამოდის კისრის მიდამოში, ისე რომ წინიდან იგი მოთავსებულია ლავიწიდან 3-4 [[სანტიმეტრი|სანტიმეტრით]] ზემოთ, უკნიდან კი კისრის მეშვიდე [[მალამალები|მალის]] წვეტიანი მორჩის დონეზე აღწევს.
 
ფილტვზე განირჩევა სამი ზედაპირი: გარეთა ანუ მკერდ-ნეკნის, შიგნითა ანუ შესაყარის და ქვემო ანუ შუასაძგიდის. მკერდ-ნეკნის ზედაპირის შუასაძგიდის ზედაპირში გადასვლით იქმნება ფილტვის მახვილი ქვემო კიდე; მკერდ-ნეკნის ზედაპირის შუასაყარის ზედაპირში გადასვლით წინიდან იქმნება წინა [[მახვილი]] კიდე, ხოლო უკნიდან ბლაგვი უკანა კიდე. შუასაყრის ზედაპირზე, უკანა კიდის მახლობლად, აღინიშნება ჩაღრმავება, რომელსაც ფილტვის კარი ეწოდება. კარის საშუალებით ფილტვში შედის პირველადი [[ბრონქი]], ფილტვის [[არტერია]] (რომელსაც შეაქვს ფილტვში ვენური სისხლი), ბრონქული არტერიები (რომლებთაც შეაქვთ არტერიული [[სისხლი]] ფილტვის საკვებად) და ფილტვის ნერვები. ფილტვის კარიდან გამოდის ორი [[ვენა]], რომელთაც მოაქვსთ [[გული|გულში]] არტერიული სისხლი, ბრონქული ვენები და [[ლიმფა|ლიმფური]] [[ძარღვი|ძარღვები]]. ფილტვის კარში გამავალ წარმონაქმნთა [[კომპლექსი|კომპლექსს]] ფილტვის [[ფესვი]] ეწოდება. მარჯვენა ფილტვი მარცხენასთან შედარებით მოკლე და განიერია. ყოველი ფილტვი ღრმა ღარით იყოფა ზემო და ქვემო წილებად. მარჯვენა ფილტვზე აღინიშნება დამატებითი [[ღარი]] რომელიც გამოყოფს შედარებით მცირე, შუა წილს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილტვები“-დან