ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
|კონფლიქტი= ომი ესპანეთისესპანური მემკვიდრეობისათვის
|ნაწილი=
|სურათი=[[ფაილი:Villars a Denain1.jpg|300px]]
ხაზი 19:
|შენიშვნა=
}}
'''ომი ესპანეთისესპანური მემკვიდრეობისათვის 1701-1714''' - ომი გამოწვეული, [[საფრანგეთი]]ს ხანგრძლივი ბრძოლით [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]] [[ევროპა]]ში ჰეგემონიისათვის, აგრეთვე ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე ორი სახელმწიფოს - ინგლისისა და [[ნიდერლანდები]]ს გამოსვლით. ომის საბაბი გახდა [[ესპანეთი]]ს მეფე [[კარლ II (ესპანეთი)|კარლ II ჰაბსბურგის]] უძეობა. ესპანეთის ტახტის (ასევე ევროპასა და ამერიკაში ესპანური სამფლობელოების) მთავარ პრეტენდენტებად გამოდიოდნენ ესპანეთის სამეფო დინასტიების მონათესავე მონარქები. ესპანეთის მეფის სიძე საფრანგეთის მეფე [[ლუი XIV (საფრანგეთი)|ლუი XIV ბურბონი]] იმედოვნებდა ესპანეთის გვირგვინი მოეპოვებინა თავისი შვილიშვილის - ფილიპ ანჟუელისათვის, ხოლო [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] იმპერატორმა [[ლეოპოლდ I (სრი)|ლეოპოლდ I ჰაბსბურგმა]] ესპანეთის ტახტის კანდიდატად თავისი შვილი ერცჰერცოგი კარლი წამოაყენა. ინგლისი და ჰოლანდია ცდილობდნენ ხელი შეეშალათ როგორც [[ბურბონები|ბურბონთა]], ისე ჰაბსბურგთა გაძლიერებისათვის. ისინი მოითხოვდნენ ესპანური სამფლობელოების გაყოფას. კარლ II-მ ესპანეთის ტახტი საფრანგეთის გავლენით ფილიპ ანჟუელს უანდერძა, რომელმაც [[1700]] წელს, კარლ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]]-ის სახელით. ინგლისი და ჰოლანდია ამაზე იმ პირობით დათანხმდნენ, თუ ესპანეთი დამოუკიდებელი იქნებოდა საფრანგრთისაგან და მათ შორის არავითარი უნია არ დაიდებოდა. მიუხედავად ამისა, [[1701]] წლის თებერვალში ლუი XIV- ფილიპი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. [[1701]] წლის 7 სექტემბერს ჰააგაში ინგლისმა და ჰოლანდიამ კავშირი დადეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთან საფრანგეთის წინააღმდეგ (ე. წ. დიდი ალიანსი) და [[1702]] მაისში მას ომი გამოუცხადეს (საომარი მოქმედება იმპერიისა და საფრანგეთის ჯარებს შორის ჯერ კიდევ 1701 წელს დაიწყო [[იტალია]]ში). მოგვიანებით ანტიფრანგული კოალიციას შეუერთდნენ: ბრანდენბურგი და გერმანიის სხვა სამთავროები, აგრეთვე [[დანია]], [[პორტუგალია]] და ბოლოს საფრანგეთის ყოფილი მოკავშირე [[სავოია]]. ამრიგად საფრანგეთი ომში თითქმის სრულიად მარტო აღმოჩნდა.
 
საომარი მოქმედება ერთდროულად მიმდინარეობდა ესპანეთის ნიდერლანდში, ესპანეთში, იტალიაში, დასავლეთ [[გერმანია]]ში და ზღვებზე. ინგლის-ჰოლანდიის ჯარს სარდლობდა [[ჰერცოგი მალბორო]], იმპერიის ჯარებს [[ევგენი სავოიელი]]. საფრანგეთის ჯარები დამარცხდნენ ჰეხშტედტთან ([[1704]]), რამიასთან ([[1706]]), ტურინთან (1706), აუდენარდესთან ([[1708]]); ინგლისის ფლოტმა 1704 წელს ხელთ იგდო [[გიბრალტარი]], ხოლო [[1708]] წელს კ. [[მენორკა]]. ერცჰერცოგი კარლი ინგლისის ფლოტის მხარდაჭერით გადავიდა ესპანეთში, თავი ესპანეთის მეფედ გამოაცხადა და დაიპყრო [[კატალონია]] და [[არაგონი]].