თეთრიწყარო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის შეცვლა: de:Tetrizqaro
ხაზი 65:
[[ru:Тетри-Цкаро]]
[[war:Tetri Tsqaro]]
თეთრიწყარო, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში მდებარეობს. 1917 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ახლანდელი თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორია ტფილისის გუბერნიის ტფილისის მაზრაში შედიოდა, 1921-1929 წლებში - ტფილისის მაზრაში, 1930წ. - ტფილისის ოლქში, როგორც აღბულახის რაიონი. 1940 წლიდან ეწოდება თეთრიწყაროს რაიონი.
 
 
მუნიციპალიტეტში არის ერთი ქალაქი, ერთი დაბა და 83 სოფელი, რომლებიც გაერთიანებულია 20 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი თეთრიწყარო თბილისიდან დაშორებულია 57 კმ-ით, რეგიონის ცენტრიდან ქ.რუსთავიდან - 6კმ-ით, ხოლო მთავარი სარკინიგზო მაგისტრალიდან (თბილისი-მარაბდა-ახალქალაქი) - 7კმ-ით. მუნციპალიტეტის საერთო ფართობი შეადგენს 1174,5კვ.კმ-ს, რელიეფი უმეტესად მთა-გორიანია და დაშლილია ზღვის დონიდან 500მ-დან-2000მ-მდე.
 
 
მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით - წალკისა და დმანისის, ჩრდილოეთით - კასპისა და მცხეთის, ხოლო სამხრეთით - ბოლნისის. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მდიდარია ფლორა და ფაუნით, ზომიერი ნოტიო ჰავა, ზომიერად გრილი და თბილი ზაფხული, ალგეთის ნაკრძალი, მანგლისის საკურორტო ზონა, სხვადასხვა ხასიათის მატერიალური კულტურის ძეგლები, აღმოჩენილი უძველესი ენელითური ხანის სადგომები, მენჰირები, სამაროვნები, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, ციკლოპური ნაგებობები, 400-მდე ისტორიულ არქეოლოგიური ძეგლი, მდიდარი ისტორიული წარსული, იძლევა საფუძველს იმისა, რომ თეთრიწყაროს თამამად ვუწოდოთ მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
 
 
საქართველოს ამ კუთხეს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან და დიდშინაარსიან ისტორიაში. აქ არაერთხელ გადაწყვეტილა საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი. აქვე თავს იყრიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხესთან დამაკავშირებელი გზები, რომლითაც ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდნენ როგორც მშვიდობიანი სავაჭრო ქარავნები, ისე სხვადასხვა ჯურის დამპყრობლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საუკუნების მანძილზე ქართველ ხალხს არაერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა გაუმართავს. მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: დიდგორის "ძლევაი საკვირველი", ფარცხისის, სამშვილდის, გარისის, მარაბდის და სხვა მრავალი ბრძოლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეთრიწყარო“-დან