როკის გვირაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
 
== თანამედროვე მდგომარეობა ==
[[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს [[შიდა ქართლი]]ს [[ცხონვალის რეგიონი]]ს ტერიტორიაზე 58-ე რუსული არმიის 250-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა სწორედ როკის გვირაბით შემოიჭრა.
 
აგვისტოს ომის შემდგომ [[რუსეთი]]ს მთავრობამ გადაწყვიტა როკის გვირაბის მასშტაბური რეკონსტრუქცია დაეწყო. ტენდერში რუსეთის ერთ-ერთმა უდიდესმა სამშენებლო კომპანია "მოსტმა" გაიმარჯა. იქედან გამომდინარე, რომ როკის გვირაბის სარეკოსტრუქციოდ დაკეტვა სამხრეთ ოსეთის გარესამყაროს მოწყვეტას ნიშნავს, „მოსტის“ ინჟინრებმა როკის გვირაბის გვერდზე გამავალი საევაკუაციო-ტექნიკური გვირაბის გაფართოება დაიწყეს. დაგეგმილია, რომ ძირითადი გვირაბი სწორედ მას შემდეგ დაიხურება, რაც სათადარიგო გვირაბის მოწყობა დასრულდება. სამუშაოებზე პასუხისმგებელია კომპანია "ბამტუნელსტროი".
 
[[მოსკოვის კრემლი|კრემლი]] აპირებს, რომ გვირაბის რეკონსტრუქცია ფედერალური სამთავრობო პროგრამის "რუსეთის სატრანსპორტო სისტემების განვითარების" ფარგლებში განახორციელოს. გვირაბში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები [[რუსეთი]]ს ერთ-ერთმა უდიდესმა სადაზღვევო კომპანია "გეფესტმა" მილიარდ 600 მილიონ [[რუსული რუბლი|რუსულ რუბლად]] დააზღვია, რაც დაახლოებით 58 მილიონი [[ამერიკული დოლარი|აშშ დოლარია]]. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, როკის გვირაბის სრულ რეკონსტრუქციას დაახლოებით 23 მილიარდი რუბლი ანუ 822 მილიონი დოლარი დასჭირდება.<ref>[http://www.presage.tv/?m=news&NID=7160 რუსეთმა როკის გვირაბის გაფართოება დაიწყო // Presage.tv – 21.03.2011]</ref>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როკის_გვირაბი“-დან