შინტოიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადამისამართება შინტოიზმი-ზე
ხაზი 1:
#REDIRECT [[შინტოიზმი]]
[[ფაილი:Shinto torii icon vermillion.svg|მინი|მარჯვნივ|სინტოს ლოგო]]
'''სინტო''' - (神道 Shintō) უძველესი [[იაპონური რელიგიები|იაპონური რელიგიური]] მიმდინარეობაა, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება. [[იაპონია]]ში 80 000-ზე მეტი სინტოს ტაძარია. სანამ სულების თაყვანსაცემად ტაძარში შევლენ, მორწმუნეები თითებს ისველებენ და პირს ირეცხავენ. სინტო მოისაზრება როგორც დამაკავშირებელი რგოლი იაპონიის წარსულსა და აწმყოს შორის.
 
== სინტოიზმის ძირითადი პრინციპები ==
 
სინტოიზმი წარმოიქმნა ძველი კულტიდან, რომელიც განასულიერებდა ბუნებას და აღმერთებდა გარდაცვლილ წინაპრებს. სინტოიზმის თანახმად, ადამიანი დასაბამს იღებს სულისაგან, ძლიერი ღმერთისაგან ([[კამი]]). ასეთი სულები და ღმერთები მრავალია. მათ შორის უპირველესია მზის ქალღმერთი [[ამატერასუ]].
 
გარკვეულ პირობებში გარდაცვლილის სული შეიძლება კამით გაიქცეს. თავის მხრივ კი, კამის შეუძლია განსახიერდეს რიტუალურ საგნებში; მაგ., მახვილში, სარკეში, ღვთაების ფიგურაში, ფირფიტაში, რომელსაც ღვთაების სახელი აწერია; ამგვარი საგანი (სინტაი) თაყვანისცემის ობიექტი ხდება.
 
სინტოისტური კულტი 4 ელემენტს შეიცავს - განწმენდა (ჰარაი), მსვერპლშეწირვა (სინსეი), მოკლე ლოცვა (ნორიტო) და ზეთით კურთხევა (ნაორაი).
 
 
== სინტოიზმის ისტორია ==
 
V-VI სს-იდან სინტოისტურ ტაძრებს მთლიანად საიმპერატორო კარი განაგებდა. სინტოიზმს არ გააჩნია ერთიანი კანონიკური ლიტერატურა.
 
VII-VIII სს-ში იქმნება ძველი ისტორიული მითების, ლეგენდებისა და თქმულებების კრებული "[[კოძიკი]]" ("ძველ ამბავთა ჩანაწერი") და "ნიჰონ სიოკი" ("იაპონიის ანალები"). [[კორეა|კორეიდან]] და [[ჩინეთი|ჩინეთიდან]] VI ს. შეიჭრილმა ბუდიზმმა თანდათანობით შეზღუდა სინტოიზმი.
 
XI-XVI სს-ში ბუდიზმმა მოიპოვა უპირატესობა. მრავალი იაპონელი ორივე რელიგიას მისდევდა (მაგ., ქორწინება, ბავშვის დაბადება, ადგილობრივი დღესასწაულები სინტოსტური მოძღვრების მიხედვით სრულდებოდა, ხოლო სულის მოსახსენებელი რიტუალი უმთავრესად ბუდისტურ ტაძრებში ტარდებოდა).
 
XVII-XVIII სს-ში მოქმედებდა ე. წ. "ისტორიული სკოლა" (მ. კამო, ნ. მოტოორი და სხვ.), რომელიც მიზნად ისახავდა სინტოიზმის განმტკიცებას და იმპერატორის კულტის აღორნებას.
 
1867-68 წლების რევოლუციის შემდეგ 1945 წლამდე სინტოიზმის ბუდიზმთან ერთად მფარველობდა [[იმპერატორი]] და მთავრობა. [[II მსოფლიო ომი|II მსოფლიო ომში]] (1939-45 წლები) იაპონიის დამარცხების შემდეგ სინტოიზმის პრესტიჟი დაეცა.
 
1945 წლის დეკემბერში სინტოისტური ტაძარი სახელმწიფოს გამოეყო, სინტოისტური ლიტერატურის ნაწილი აკრძალეს, სამღვდელოებამ დაკარგა თავისი ძველი ოფიციალური სტატუტი. 1946 წლის 1 იანვარს იაპონიის იმპერატორმა საჯაროდ უარყო თავისი "ღვთაებრივი" წარმოშობა. მაგრამ შემდგომ სინტოიზმი თანდათანობით მომძლავრდა.
 
1966 წლის დეკემბერში მთავრობის გადაწყვეტილებით აღადგინეს ეროვნული დღესასწაული "იმპერიის დაარსების დღე" - კიგენსეცუ. სინტოისტური ტრადიციით, ამ დღეს ძვ. წ. 660 ტახტზე ავიდა იმპერატორი [[ძიმუ]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* http://400.ge/load/1-1-0-16
 
== ლიტერატურა ==
* ''მსოფლიოს დიდი ატლასი, გვ. 133, თბილისი, 2009.''
 
[[კატეგორია:იაპონია]]
[[კატეგორია:იაპონელები]]
[[კატეგორია:რელიგია]]
[[კატეგორია:მოძღვრება]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შინტოიზმი“-დან