საერთაშორისო სამართალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: gl:Dereito internacional
No edit summary
ხაზი 1:
'''საერთაშორისო სამართალი''' წარმოადგენს ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობას, რომლის თანახმად ხდება სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების რეგლამენტირება. იგი მიიღება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთშეთნხმებების საფუძველზე. საერთაშორისო სამართლის მიზანს წარმოადგენს ნაციონალურ კანონმდებლობათა შეხამება ერთიანი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესამუშავებლად. საერთაშორისო სამართლის ქვესახეობას წარმოადგენს [[საერთაშორისო საზღვაო სამართალი]], [[საერთაშორისო საჰაერო სამართალი]], საერთაშორისო სამართალი კოსმოსური სივრცის გამოყენების თაობაზე, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ეკნომიკური სამართალი, საერთაშორისო გარემოს დაცვის სამართალი.
 
საერთაშორისო სამართლის ცნება პირველად ჯერემი ბენტჰემმა 1780 წელს წიგნში "შესავალი მორალისა და წარმომადგენლობის პრინციპებში" გამოიყენა. დაახლოებით 1840 წლიდან ამ ცნებამ ინგლისურ და რომანულ ნებეში ძველი ტერმინი "ხალხთა სამართალი" ჩაანაცვლა (ფრანგულად: droit de gens ) ცნება "ხალხთა სამართალი" ძალიან ძველია და რომაულ ეპოქას უკავშირდება. რომაელები საერთაშორისო ურთიერთობებში ius gentium-ის პრინციპით ხელმძღვანელობდნენ (შემონახულია ციცერონის ნაწერებში). გერმანულ, დანიურ, სკანდინავიურ და ზოგიერთ სლავურ ენებში ისევ ძველი ცნება "ხალხთა სამართალი" გამოიყენება (მაგალითად: Völkerrecht, Volkenrecht...)