საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{შერწყმა|გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი}}
{{ვიკი}}
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დაარსებას 1929 წელს [[ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი|ალექსანდრე გრიბოედოვ]]ის საიუბილეო გამოფენა დაედო საფუძვლად. მუზეუმის პირველი მასალაც სწორედ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთებისგან შედგებოდა, რასაც სამუზეუმო საქმის დიდმა მცოდნემ, სათეატრო მუზეუმის გამგემ, შემდგომში მოსკოვში ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის დამაარსებელმა დავით არსენიშვილმა მოუყარა თავი.
 
მუზეუმი ოფიციალურად 1930 წელს [[ტიციან ტაბიძისტაბიძე|ტიციან ტაბიძი]]ს თაოსნობით და მწერალთა ფედერაციის გადაწყვეტილებით გაიხსნა, სადაც მთაწმინდაზე დაკრძალულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა - [[დიმიტრი ყიფიანისყიფიანი]]ს, [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]], [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]], [[ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძის]] და სხვა მწერლების შესახებ სამუზეუმო ექსპონატებს თავმოყრა დაიწყეს. მუზეუმის გამგედ 1931 წელს [[გიორგი ლეონიძე]] დაინიშნა.
 
არქივის ზრდასთან ერთად, იცვლებოდა მუზეუმის დასახელებაც - 1935 წელს მთაწმინდის მუზეუმს ,,საქართველოს მწერალთა მუზეუმი", 1938 წელს კი ,,საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი" ეწოდა. ამავე წელს მუზეუმმა ისტორიულ შენობაში - კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის მოადგილის ყოფილ
სასახლეში დღევანდელ [[გიორგი ჭანტურიასჭანტურია]]ს ქუჩაზე დაიდო ბინა, სადაც დღემდე მდებარეობს.
 
გიორგი ლეონიძის ხელმძღვანელობის დროსაა შეგროვებული მუზეუმის უნიკალური ექსპონატების უმრავლესობა, რის გამოც, მუზეუმს 1967 წელს მისი სახელი ეწოდა, მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.